Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ბულგარელი პოლიტოლოგის შეფასება ძებნილი მიხეილ სააკაშვილის ავანტიურებთან დაკავშირებით (ვიდეო)

ბულგარელი პოლიტოლოგის შეფასება ძებნილი მიხეილ სააკაშვილის ავანტიურებთან დაკავშირებით (ვიდეო)


ბულგარელმა პოლიტოლოგმა და ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა პლამენ პესკოვმა ქართულ ტელეარხთან ინტერვიუში ძალიან საინტერესოდ ისაუბრა და შეაფასა მიხეილ სააკაშვილის ბოლო დროინდელი ავანტიურები. ბულგარელმა პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის ქმედებები ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან არაერთგვაროვნად ფასდება, რასაც ის აკეთებს ევროპაში მიუღებელია და უპრეცენდენტოა. გთავაზობთ სრულ ინტერვიუს პლამენ პასკოვთან:

- გამარჯობათ ბატონო პლამენ, მინდა, რომ თქვენთან დავიწყო საუბარი საქართველოზე და საქართველოს პოლიტიკაზე, როგორ ჩანს ეს ყველაფერი ევროკავშირიდან? ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ უპრეცენდენტო მხარდაჭერა, როგორც ევროკავშირის მხრიდან, ისე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან და განსაკუთრებით ხაზ გასასმელია, რომ ეს მხარდაჭერა ვლინდება არჩევნდებამდე თვენახევრით ადრე, რაც ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ ნორმას, როდესაც მეგობარი ქვეყნები არ აკეთებენ ხოლმე ხელისუფლების მხარდამჭერ განცხადებებს წინა საარჩევნო პერიოდში, თუმცა დღეს ამას არ ვხედავთ და ნორმა დაირღვა, როგორ ხსნით ამას და როგორია თქვენი შეფასება ამ ყველაფერზე?

- ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ყველა პრტნიორისა და ყველა იმ სახელმწიფოსი, რომლებსაც კეთილი და მეგობრული მიზნები ამოძრავებს საქართველოსთან მიმართებით, თუმცა, ევროკავშირი არ არის ერთ სახოვანი ორგანიზაცია, იქ უამრავი სხვა და სხვა პოლიტიკური დინებებია, თავიანთი ინტერესებით და ინსტრუმენტებით ამ მიზნების მისაღწევად. ევროკავშირში ყველაფერი ისე არ არის, როგორც პატარა ქვეყნების ნაციონალურ ინტერესებს ჭირდება. ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება მართებთ შედარებით პატარა სახელმწიფოებს, რომ მათი ინტერესების დაზარალება არ მოხდეს, კიდევ ვიმეორებ, მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დახმარება საქართველოს დაეხმარება უფრო ძლიერად წარმოჩინდეს ევროპულ ასპარეზზე, მაგრამ იმავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც ევროკავშირი და არც სხვა, არ უნდა იყოს მთავარი ჭკუის მასწავლებელი, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქვეყნებმა. გადაწყვეტილება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ქართველმა ერმა უნდა მიიღოს დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

- ბატონო პლამენ, ჩვენ დღეს რეალურად ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის საქართელოს ყოფილი პრეზიდენტი და რომელიც არის ძებნილი საქართელოში, და რომელსაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, არის უკრაინაში, უკრაინიდან აწარმოებს წინა საარჩევნო კამპანიას. რა სტანდარტია ეს? თუ გსმენიათ მსგავსი პრეცენდენტის შესახებ და რამდენად შეეფერება მსგავსი საქციელი, მსგავსი ქმედებები ევროპულ სტანდარტებს?

- ისეთი სტანდარტი, როგორც მიხეილ სააკაშვილი იქცევა, არც ევროკავშირში და არც სხვაგან არ არსებობს, ეს უფრო პოლიტიკურ ეგზოტიკას ემსგავსეაბა, როდესაც ძებნილი სააკაშვილი, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერით სარგებლობს და მათი შემწეობით ახერხებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური პროექტების განხორციელებას. სააკაშვილს არა მხროლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვს დაკარგული, როგორც გვახსოვს, მან ერთი პერიოდი უკრაინის მოქალაქეობაც დაკარგა. ამის შემდეგ მან მიიღო რაღაც საბუთი, რომლითაც ევროპის ტერიტორიაზე გადაადგილებას ახერხებდა და მისი საშვალებით შევარდა უკრაინაში. ასევე, ყველას გვახსოვს ის სკანდალი, რომელიც მან იქ მოაწყო და ეს სკანდალი მაშინ ფართოდ შუქდებოდა. ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილს გარკვეული ძალები ხშირად იყენებენ, როგორც ინსტრუმენტს სხვადასხვა არეულობების მოსაწყობად. აქ უკვე ეგზოტიკა ნაკლებადაა, აქ უკვე მიზანმიმართულ პოლიტიკურ დესტრუქციასთან უფრო გვაქვს საქმე. ასეთი მაგალითები ჩვენ ბევრი ვიცით, ვენესუელა, ბელარუსი, იგივე ტიხანოვსკაია, რომელიც არ იმყოფებოდა ბელარუსში, მაგრამ ის უცხოეთიდან არის ჩართული პროცესებში და მას ასევე გარკვეული პოლიტიკური ძალები იყენებენ ისნტრუმენტად, თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილს. ასეთი მაგალიუთები სხვაგანაც ბევრია, ბულგარეთშიც კი. ჩემს სამშობლოში არაერთხელ ყოფილა პოლიტიკური ჩარევები სხვადასხვა დესტრუქციული პოლიტიკოსების გამოყენებით.

- ბატონო პლამენ, ერთია მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, ვთქვათ საერთაშორისო პოლიტიკაში, თუმცა მეორეა მისი როლი უკრაინაში. ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა შეფასდეს ან რამდენად მეგობრული ჟესტია, ზოგადად უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის, როგორც ძებნილის, ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნა თანამდებობაზე, ეს რამდენად მეგობრული ჟესტია? ამ კითხვაზე პასუხი საქართველოში ყველას აქვს, თუმცა იმის გამო, რომ საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან, ყოველთვის ვიღებთ დიპლომატიურ პასუხებს. თქვენ ამ შემთხვევაში თავისუფალი ხართ, ბევრად უფრო თავისუფლად და ობიექტურად შეგიძლიათ საუბარი, რომ შეაფასოთ უკრაინის ნაბიჯი. როგორ უნდა შეფასდეს ეს ყველაფერი?

- თავის დროზე ფრანკლინ რუზველტმა თავის პარტნიორ ნიკარაგუელ ანტი კომუნისტ პრეზიდენტზე, სამოსა გარსიაზე თქვა: "მართალია ის ნაძირალაა, მაგრამ ის ჩვენი ნაძირალააო", ანუ ის აკეთებს იმას, რაც ჩვენ გვაწყობს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ უკრაინა დღეს ძალიან შორს არის სუვერენული სახელმწიფოს სტანდარტებისგან, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის ხელისუფლებას ძალიან ხშირად იყენებენ, როგორც ინსტრუმენტს, სხვისი პოლიტიკური თამაშებიში და ექცევიან მას, როგორც რაღაც კოლონიას, სახეზეა ასევე მისი ტერიტორიული ოკუპაციაც. ძალიან საეჭვოა, რომ უკრაინის ხელისუფლებას შესწევდეს უნარი რაიმე სუვერენული გადაწყვეტილება მიიღოს და თავისი სურვილით გადასცეს ბერკეტები მიხეილ სააკაშვილს. უკრაინის მთავრობა დიდი ხანია მართული გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში და ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა 2014 წლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში მაიდანის მოვლენების შემდეგ, ახალი ხელისუფლება მოვიდა. თუ დააკვირდებით სააკაშვილის გააქტიურებაც უკრაინულ თამაშებში, სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება და 2014 წლიდან იწყება. სააკაშვილს მაშინ დაუკვეთეს კონკრეტული ფუნქციის შესრულება და მისი ამონათებაც უკრაინულ პოლიტიკაში აქედან დაიწყო. არ დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილი ძებნილია და შესაბამისად, მიშა დამოუკიდებლად ვერ მოქედებს, ის ისეთივე შეკვეთების შემსრულებელია, როგორც უკრაინის ხელისუფლება. გარე ძალები ცდილობენ ასეთი ფორმით, ასეთი პოლიტიკოსებისა და მართული მთავრობების გამოყენებით, მოახდინონ ზეგავლენა, როგორ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებშიც კი. ამიტომ, შეუძლებელია განვიხილოთ სააკაშვილი, როგორც დამოუკიდებლად მოქმედი პოლიტიკური ფიგურანტი. ის არის მართული და ასრულებს სხვის მითითებებს. საზოგადოება არ უნდა დააბნიოს იმან, რომ ყველაფერი ეს ზედაპირზე არ სჩანს, ადამიანები, რომლებიც არ უღრმავდებიან პოლიტიკურ დეტალებს, ბუნებრივია ამას ვერ დაინახავენ, მაგრამ ჩვენთვის, ექსპერტებისთვის, ვინც პროფესიული თვალით ვუყურებთ პოლიტიკურ პროცესებ,ს ეს ცხადზე ცხადია.

- ბატონო პლამენ, ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან კიდევ ერთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას უკვე საქართელოს წინააღმდეგ. ის ცდილობს ქართველი ემიგრანტები დააპირისპიროს საქართველოსთან და საქართველოს ხელისუფლებასთან, რაც გუშინ წინ ვნახეთ. ამის კიდევ ერთი მაგალითი, როდესაც მიუნხენში სააკაშვილი ხვდებოდა ქართველ ემიგრანტებს. როგორ აფასებთ ამას?

- ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და ადასტურებს იმას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. მე შეგახსენებთ ერთ საინტერესო ისტორიულ ფაქტს და მას მაგალითად მოვიშველიებ, 1961 წელს ამერიკელებმა კუბაში "ღორების სრუტეში" გადასხეს კუბელი ემიგრანტები, რომლებიც კარგად იყვნენ მომზადებული, შეიარაღებული და გაწვრთნილი, მათ კასტროს ხელისუფლება უნდა დაემხოთ. ცენტრალური სადაზვერვო სამსახური ხშირად მიმართავდა მსგავს პრაქტიკას, როდესაც საკუთარი პრობლემების მოგვარებას სხვისი ხელით ცდილობდა ხოლმე. ემიგრატებს ასეთი პოლიტიკური პროექტებისთვის ხშირად იყენებენ. ძალიან იოლია ემიგრანტების საკუთარ ქვეყანასთან დაპირისპირებით წარმოაჩინო საპროტესტოდ განწყობილი ადამიანები, რომლებიც მზად არიან აჯანყებისთვის და ქვეყანაში გადატრიალების მოწყობისთვის. სააკაშვილის ეს მცდელობა ემსახურება მხოლოდ იმას, რომ გააჩინოს ერთგვარი აზრი, რომ თითქოს უცხოეთში მცხოვრებ სქართველოს მოქალაქეებს არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლება და მზად არიან რადიკალური ნაბიჯებისთვის. სამწუხაროდ, ასეთი არასწორი წარმოდგენების დანერგვა რამდენიმე ათეული ემიგრანტის გამოყენებით არც ისე რთულია. საბოლოო ჯამში, ეს ემიგრანტები ხდებიან ისნტრუმენტები იმათ ხელში, ვინც თავის მხრივ, არის ინსტრუმენტი დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში.

- ბატონო პლამენ, უკრაინაშიც საკმაოდ ჩნდება პრეტენზიები, ხალხშიც და პოლიტიკოსებშიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ. საინტერესოა ისაც, რომ მისი ეს ორმაგი თამაშები საქართელოში წარადგინა უკვე მისმა პარტიამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სააკაშვილი პრემიერმინისტრის კანდიდატად და აქ ცდილობენ ის ჩართონ წინა საარცევნო კამპანიაში. როგორ აფასებთ თქვენ ამ გადაწყვეტილებას?

- კიდევ ერთხელ დაუბრუნდები კოლონიალური მმართველობის სტანდარტებს, რომლითაც დომინანტი ქვეყნების მხრიდან შედარებით პატარა ქვეყნების საქმეებში ჩარევა ხდება. როგორც გითხარით, ამას ვერც ბულგარეთი გადაურჩა. ერთ მაგალითს გავიხსენებ, იყო შემთხვევა, როდესაც ყველანაირი კანონის გვერდის ავლით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, კერძოდ ესპანეთის მოქალაქე, თავს მოახვიეს ბულგარეთს და ბულგარელი ხალხის ნებისა და ყველანაირი კანონის გვერდის ავლით, პრემიერად დანიშნეს. ზუსტად ასეთივე მართული ფიგურაა მიხეილ სააკაშვილი. "დემოკრატიული პარტია" აშშ-ში საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური ძალაა. მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური გეგმები, თავიანთ მიზნებს მიაღწიონ სააკაშვილის მეშვეობით. ის, რომ სააკაშვილი აღარ არის საქართველოს მოქალაქე მათ ნამდვილად არ შეუშლის ხელს. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი და გავიმეორებ, უკრაინელებს არავინ არ კითხავს, რას გააკეთებს სააკაშვილი, ისევე, როგორც არავინ არ კითხავს უკრაინის ხელისუფლებას, უნდა ქონდეს თუ არა სააკაშვილს რაიმე რესურსი და რაიმე ძალაუფლების ბერკეტები უკრაინაში. ასევე, არავინ კითხავს ზელენსკის, რა თამაშში გამოიყენებენ სააკაშვილს საქართველოსთან მიმართებით. ასე, რომ მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, სააკაშვილის უკან არ დგას უკრაინა, ეს სულ სხვა პოლიტიკური ძალები და პოლიტიკური წრეებია, რომელთაც არც უკრაინის და არც საქართველოს მოსახლეობის ინტერესები არ ადარდებთ. გამოსავალი ასეთ სიტუაციაში არის მხოლოდ ის, რომ პატარა ქვეყნებმა პრიორიტეტად დაისახონ და თანმიმდევრულად განახორციელონ მხოლოდ თავიანთი სახელმწიფოებრივი ინტერესები. იმოქმედონ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ და მაქსიმალურად შეეცადონ არ მიაქციონ ყურადღება გარედან თავს მოხვეულ ისეთ პოლიტიკურ ავანტიურებს, რომლებიც გათვლილია არეულობაზე, დესტრუქციაზე და სააკაშვილის მსგავსი ავანტიურების გამოყენებაზე.

скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions