Coloring Pages Reddit Video Downloader
 

"აშშ-ს მხრიდან საქართველოში მორიგ სამხედრო პროვოკაციას არ დაუშვებთ" - ტრისტან წითელაშვილი

  • 03.08.2017, 13:34,
  • ---
  • 0
"აშშ-ს მხრიდან საქართველოში მორიგ სამხედრო პროვოკაციას არ დაუშვებთ" - ტრისტან წითელაშვილი


აშშ-ს სამხედრო მძიმე ტექნიკის მსვლელობა,რომელიც მოხდა საქართველოს ქალაქებში ანაკლიიდან თბილისის გავლით "ვაზიანის" სამხედრო ბაზამდე, არის ძალის დემონსტრირება და რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა ამერიკის მხრიდან,რაც ჟენევის ფორმატში ქართულ რუსული მოლაპარაკებებზე უარყოფითად აისახება.


ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი სხვა ქვეყნის პოლიტიკური ფიგურის ვიზიტის,იგულისხმება აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, მაგრამ როცა ამ ვიზიტს ახლავს იმავე ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფები სრული აღჭურვილობით,ეს ფაქტორი ყველანაირ მშვიდობიან და პოლიტიკურ ჩარჩოებს ცდება.უცხო ქვეყნის სამხედროების მსგავსი მსვლელობა პროვოკაციაა და ნეგატიურად მოქმედებს საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების პროცესზე.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის მაშტაბურ მშენებლობას,რომ თითქოსდა ის მოემსახურება მხოლოდ კონტეინერების გადაზიდვებს, ეს უბრალოდ აშშ-ს მხრიდან მორიგი ხრიკია ანუ რეალურად, ეს პორტი ამერიკულ სამხედრო გემებს მიიღებს და მისი მეშვეობით მოხდება სამხედრო დანიშნულების ტვირთების შემოტანა. ხოლო საქართველო არ უნდა გადაიქცეს სხვა ქვეყნების პოლიგონად, ნებისმიერი დაუფიქრებელი ნაბიჯი ზიანს მოუტანს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას.

კიდევ ერთხელ ურჩევ იმ თანამდებობის პირებს ვინც ამ საკითხს კურირებს,გაითვალისწინონ ყველა საფრთხეები, საქართველო პატარა ქვეყანაა და კიდევ ერთ ფართომაშტაბიან სამხედრო მოქმედებებს ვეღარ გადაიტანს და ამიტომ, მთელი საზოგადოების ინფორმირება უნდა მოხდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით და ყველამ იცოდეს,რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოში მორიგ სამხედრო პროვოკაციას არ დაუშვებთ“. - აცხადებს სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი.скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions