“პაატა ბურჭულაძე ქვეყნიდან გაიქცა” - ხათუნა ლაგაზიძე
- 11.09.2016, 23:36,
- არჩევნები 2020 / სლაიდი
- 0
პაატა ბურჭულაძე სიის დაკომპლექტების პროცესში საქართველოდან გაიქცა – ამის შესახებ ბლოკ ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ყოფილმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა. როგორც მან ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, პაატა ბურჭულაძემ პარტიის წევრებს ”გირჩთან” გაერთიანების გადაწყვეტილება, ”გირჩიდან” მოტანილი პრესრელიზის ფონზე გააცნო და ამას ის ვერ დაარქმევს კოლეგიალობას.
”პაატა ბურჭულაძის პარტიის ნარჩენებიდან სიაში მოხვდნენ მხოლოდ ისინი, ვინც პავლე კუბლაშვილის ლოიალობა დაიმსახურა. სია დგებოდა საბოლოო ჯამში პავლე კუბლაშვილის ოთახში, გიორგი მელაძის აქტიური მონაწილეობით. პაატა ბურჭულაძე გაიქცა საქართველოდან. ის დაემალა საკუთარ გუნდს. ვერ ვიტყვი, რომ სინდისმა შეაწუხა, მაგრამ ალბათ დისკომფორტი არ უნდოდა შექმნოდა. ის სიის დაკომპლექტების პროცესში გაიქცა საქართველოდან და ფორმირება მთლიანად მიანდო იმ ადამიანებს ვისაც მიეყიდა”, – განაცხადა ლაგაზიძემ.
წყარო: exclusivenews.ge
скачать dle 11.0фильмы бесплатно