მეორე დღეა სამართალდამცველები გაქცეულ პატიმარს ეძებენ. ოთარ ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოდან მისივე საქმის განხილვის დროს გაიქცა.
ერთ-ერთი ვერსიით იგი საპირფარეშოს ფანჯრიდან გაიქცა და გარეთ მას მანქანა ელოდებოდა. მეორე ვერსიით კი, რომელსაც სასჯელარსრულების სამინისტროშიც ადასტურებენ, ვარამაშვილმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახა და გაქცევაც სწორედ ამის შემდეგ შეძლო.
სამართალდამცველებმა სასამართლოს მიმდებარედ საცხოვრებელი სახლები, სარდაფები და სხვენები გაჩხრიკეს. წარსულში ნასამართლევი ვარამაშვილი 6 სხვადასხვა დანაშაულში, ქურდობასა და ყაჩაღობაშია ბრალდებული.