მამუკა ფიფია: "პატრიარქმა მეუფე შიო ჯერ კიდევ სიცოცხლეში დაასახელა მოსაყდრედ, ჩვენ ყველანი ვენდობით მის არჩევანს"
- 27.03.2026, 15:16,
- ინტერვიუ / სლაიდი
- 0
17 მარტს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესი ილია მეორის გარდაცვალებიდან ათი დღე გავიდა. ქართველმა ხალხმა ღირსეულად გააცილა სულიერი მამა, ასი ათასობით ადამიანი მივიდა დაკბრძალვაზე და გამოემშვიდობა ადამიანს, რომელიც საქართველოს თითქმის 50 წელი პატრონობდა და მფარველობდა. მსოფლიოს ყველა ქვეყნის ლიდერმა გამოთქვა სამძიმარი, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, უწმინდესმა კირილმა, ღრმა მწუხარება გამოთქვეს და სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.ილია II-ის დაკრძალვის შემდეგ, საზოგადოება ელოდება ახალი პატრიარქის არჩევას წმინდა სინოდის წევრების მხრიდან. მეუფეები მედიასთან საუბარში გამოთქვამენ საკუთარ აზრს, ზოგი მათგანი პატრიარქის მოსაყდრეს მეუფე შიოს უჭერს მხარს. ამ საკითხთან დაკავშირებით, პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერმა
მამუკა ფიფიამ რუსულ მედიასთან, გაზეთ „იზვესტიას“-თან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა:
"
დარწმუნებულნი ვარ, რომ მეუფე შიო ყველაფერს შეძლებს, რადგან ის ჩვენი პატრიარქის გზის გამგრძელებელია. პატრიარქმა ის ჯერ კიდევ სიცოცხლეში დაასახელა მოსაყდრედ. ჩვენ ყველანი ვენდობით მის არჩევანს" - განაცხადა მამუკა ფიფიამ.

სრულიად იხილეთ აქ:
iz.ruскачать dle 11.0фильмы бесплатно
