მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, უწმინდესმა კირილმა, სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო."მის უწმინდესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს შიოს,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს. უფლით საყვარელო, მოძმე მთავარეპისკოპოსებო!
ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.
მთელი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მძიმე დანაკარგის გამო. ყოვლისშემძლე უფალმა ძველი იბერიის ეკლესიას აჩუქა პატრიარქი, რომელმაც დაუღალავი ზრუნვით მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე მის კეთილდღეობას მიუძღვნა. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პატრიარქობის თითქმის ორმოცდაათწლიანმა მოღვაწეობამ მტელი ეპოქა შექმნა საქართველოს ეკლესიისა და სრულიად მართლმადიდებელთა სამყაროს ცხოვრებაში. თავისი გულმოდგინე მსახურებითა და განსაკუთრებული გამჭრიახობით, გარდაცვლილმა განსაკუთრებული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა მოიპოვა არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ ერთმორწმუნე საქართველოს მთელს საზოგადოებაში. როგორც მრავალი ბავშვის ნათლია, ის ასევე გახდა ნამდვილი სულიერი მამა მთელი ღვთისმოსავი ქართველი ხალხისთვის, რომლნიც მასში ღვთის სიბრძნეს ხედავდნენ(3 მეფ. 3:28).
გარდაცვლილმა კათოლიკოს-პატრიარქმა ტრადიციულად კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა ჩვენს ეკლესიასთან. მოსკოვის სასულიერო სასწავლებლებში განათლებულმა, მან სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა სიყვარული წმინდა სერგისა და მისი მონასტრის მიმართ, რადგან მიაჩნდა, რომ აუცილებელია ჩვენი ხალხების ქრისტესმიერი სულიერი ერთიანობის შენარჩუნება-დაცვა ამქვეყნიური სტიქიებისგან. რუსეთის ეკლესიაში არაერთგზის სტუმრობისას, ის ყოველთვის ხვდებოდა ყველაზე გულთბილ დამოკიდებულებას და თაყვანისცემას მთავარეპისკოპოსების, სასულიერო პირების და მრავალი მორწმუნის მხრიდან.
მართლმადიდებელ წინამძღვრებს შორის ყველაზე ხანდაზმულმა, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ღვთის წმინდა ეკლესიებში მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში თავისი ბრძნული სიტყვით, მდიდარი გამოცდილებით, საეკლესიო ცხოვრებითა და მაღალი ავტორიტეტით. ჩვენ გვჯერა, რომ მისი სულიერი მემკვიდრეობა ჩვენი საერთო მართლმადიდებლური ოჯახის საიმედო მეგზურად დარჩება, რაც ყველას დაგვეხმარება ერთსულოვნების და მშვიდობის შენარჩუნებაში (ეფეს. 4:3).
პირადად ჩვენ ძალიან კეთილი და ურთიერთ სანდო ურთიერთობები გვქონდა, რაც საშუალებას გვაძლევდა გაგვეცვალა მოსაზრებები და ობიექტურად შეგვეფასებინა იმდროინდელი მოვლენები საბჭოთა კავშირში ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობების სფეროში. ეს ნდობის ურთიერთობები გვაერთიანებდა და გვეხმარებოდა ერთად გვემუშავა უღვთო ხელისუფლების ზეწოლის ტვირთის შესამსუბუქებლად და მართლმადიდებლური ეკლესიების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩვენს მაშინდელ ერთიან ქვეყანაში.
უფალმა იესო ქრისტემ, აღდგომამ და სიცოცხლემ (იოანე 11:25), განასვენოს თავისი ერთგული მსახურის სული ზეციურ სამყაროში, სადაც არ არის ტკივილი, არც მწუხარება, არც კვნესა, არამედ მარადიული სიცოცხლე. მარადიული და ლოცვითი ხსოვნა ახლად გარდაცვლილ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილიას.
ღრმა სამძიმრითა და სიყვარულით ქრისტეში".
კირილი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი.წყარო:
patriarchia.ruскачать dle 11.0фильмы бесплатно