ვლადიმერ პუტინი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო
- 22.03.2026, 18:18,
- მსოფლიო / სლაიდი
- 0
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, მიხაილ შვიდკოიმ, ქვეყნის სასულიერო პირებსა და ხალხს რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის, ღრმა სამძიმარი გადასცა, იტყობინება კრემლის პრესსამსახური.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვას დაესწრო რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი, რომელმაც რუსეთის ლიდერის ღრმა სამძიმარი გადასცა საქართველოს სასულიერო პირებსა და ხალხს“, - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:
tass.ruскачать dle 11.0фильмы бесплатно