თავისუფალი თაობის წევრი გიორგი ბაბუხადია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:SOS! SOS! SOS! „ქართული ოცნების“ კოჰაბიტაცია გრძელდება! მათი მხრიდან ნაც. მოძრაობის მიზანმიმართული გაძლიერება აქტიურ ფაზაში შევიდა, ეს გაძლიერება კი ნაცების ყოფილი წევრებისა და სააკაშვილის კარის ბიზნესმენების ოცნებაში პორტირებით გამოიხატება, ძალიან ბევრ საარჩევნო ოლქში მმართველმა პარტიამ სწორედ ყოფილი სახელისუფლებო გუნდის დამფინანსებლები და მათთან გაიგივებული პიროვნებები დაასახელა მაჟორიტარებად, ამ ყველაფერზე კი უდიდესი პასუხისმგებლობა პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძეს ეკისრება! რა შუაშია კალაძე? ის ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერია და მაჟორიტარების შერჩევის პროცესსაც ის განაგებს, ანუ ეს საქმე პრაქტიკულად მთლიანად კალაძეს აქვს ჩაბარებული, ჩვენ კი ოცნების მაჟორიტარებად ძალიან ბევრი ყოფილი ნაციონალიმოგვევლინა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ კალაძემ კორცხელში 22 მაისის შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად ყოფილი ნაციონალი ამირან ლაგვილავა შეარჩია და წარადგინა, დღეს კი მთელი ნაც. მოძრაობის ოცნებაში პორტირება მიმდინარეობს, ამ საქმეში კი ლომის წილი ვიცე-პრემიერს მიუძღვის, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა ამის ეს ფაქტებია და შეგიძლიათ გადაამოწმოთ:
1. რომან მუჩიაშვილი – (ოცნების საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი) ის წლების განმავლობაში იყო ნაც. მოძრაობის ერთ-ერთი სოლიდური დამფინანსებელი, აგრეთვე აქტიურად თანამშრომლობდა ყოფილ მმართველ გუნდთან
2. ირაკლი ხახუბია – (ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი) სააკაშვილის კარის ბიზნესმენი, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა და აფინანსებდა ნაც. მოძრაობას, 2012 წელს ეხმარებოდა და ჩართული იყო თენგიზ სარიშვილის (ეკა ბესელიას კონკურენტი ნაციონალებიდან) საარჩევნო კამპანიაში,სოლიდურად აფინანსებდა სარიშვილის საარჩევნო შტაბსაც
3. გიორგი თოთლაძე – (ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატი) წლების მანძილზე თანამშრომლობდა ნაც. მოძრაობასთან და იყო პარტიის აქტიური წევრი, თოთლაძე აგრეთვე წინა ხელისუფლების დროს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო
4. იოსებ მაკრახიძე – (გორის მაჟორიტარობის კანდიდატი) წლების მანძილზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი სოლიდური დამფინანსებელი, 2012 წელს მან სახელისუფლებო პარტია 50 000 ლარით დააფინანსა, მაკრახიძე აქტიურად იყო ჩართული ნაცების საარჩევნო კამპანიაშიც და აქტიურად უფინანსებდა კამპანიას
ისიც სააკაშვილის რიგითი კარის ბიზნესმენი გახლდათ
5. გოდერძი ბუკია – (ხობის მაჟორიტარობის კანდიდატი) ის წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ნაციონალურ მოძრაობასთან, 2012 წელს კენჭს იყრიდა ხობის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად სწორედ ნაცების პარტიული კვოტით
6. კახა ოქრიაშვილი – (დმანისის და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი) სააკაშვილის კარის ბიზნესმენი, წლების განმავლობაში იყო ნაც. მოძრაობის დამფინანსებელი, ის აგრეთვე მრავალი წელი იყო ნაც. მოძრაობის გუნდის წევრიც, ოქრიაშვილი 2012 წელს კენჭს იყრიდა დმანისში ნაციონალების კვოტით
7. ენზელ მკოიან – (ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი) წლების მანძილზე გახლათ ნაც. მოძრაობის წევრი, 2012 წელს კენჭს იყრიდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარ დეპუტატად ნაციონალების კვოტით
8. გენადი მარგველაშვილი – (ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი) იგი გახლავთ ქუთაის მე-3 სკოლის დირექტორი, 2012 წელს წინასაარჩევნო პერიოდში მოსწავლეებს სკოლიდან რიცხავდა ქართული ოცნების მაისურის ჩაცმის გამო, აგრეთვე აგროვებდა ინფორმაციას ოცნების აქტიური მხარდამჭერების შესახებ და ნაციონალებს უგზავნიდა
9. გოჩა ენუქიძე – (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი) წლების მანძილზე თანამშრომლობდა ნაციონალურ მოძრაობასთან და გახლდათ ამ პარტიის წევრი, 2012 წელს კენჭს იყრიდა ამბროლაურის რაიონში ნაციონალების კვოტით
გარდა მაჟორიტარებისა „ქართულ ოცნებაში“ ისეთი ადამიანებიც მოხვდნენ, როგორიც მაგ. თამარ ჩუგოშვილია, ჩუგოშვილი წლების მანძილზე „საია“-ს თავმჯდომარე იყო და აქტიურად ამართლებდა ნაც. მოძრაობის პოლიტიკას, იმ სისხლიან რეჟიმს, რომელიც სააკაშვილმა შექმნა და ასევე აქტიურად აკრიტიკებდა ბიძინა ივანიშვილს, 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პრაქტიკულად ის ივანიშვილის თავგამოდებულ ოპონენტად მოგვევლინა, ამავე წელს როდესაც ბნ ბიძინამ საფრანგეთში საქართველოს დღეებზე უწმინდესის გამგზავრება დააფინანსა იგი ივანიშვილს დაუპირისპირდა და მისი ეს ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა, მაშინ როცა სააკაშვილს არაერთ მართლაც უკანონო ქმედებებზე და არაერთ ამომრჩევლის მოსყიდვაზე, თუმის მცდელობაზე ნაცების მხრიდან თვალი დახუჭა, დღეს ეს ქალი და ეს ადამიანები ქართულ ოცნებაში კომფორტულად არიან მოკალათებული და ეს მთლიანად პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის ბრალეულობაა, ერთის მხრივ ჩვენ მივიღეთ კალაძე, რომელიც მაჟორიტარების შერჩევაში აქტიურად მონაწილეობს და ყოფილ ნაცებს ოცნებაში აპორტირებს, ხოლო მეორეს მხრივ პრემიერი კვირიკაშვილი, რომელიც საკმაოდ ლოიალურია ნაციონალების მიმართ და ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს, ჩვენ მივიღეთ ქართული ოცნება რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გაწირა, დღევანდელი სურათით უკვე მნიშვნელობა ეკარგება 5-ს შემოხაზავს ამომრჩეველი თუ 41-ს ხელისუფლებაში მაინც ნაცები იქნებიან და ძირითად კვოტებსაც მოირგებენ, კვირიკაშვილიც ფაქტობრივად მხარდამჭერია ამ ყველაფრის, ჩვენ მოვიღეთ კოჰაბიტირებული პრემიერი და ოცნების პარტიის თავმჯდომარე რომელიც ნაცების გაცოცხლების და რებრენდინგის პროცესს წინ ვერ უდგება და პარტიის მართვის სადავეები ფაქტიურად კალაძეს ჩააბარა!
პ.ს. დარწმუნებული ვარ დღეს რომ ოცნების ლიდერი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყოს ჩვენ ასეთ პოლიტიკურ სურათს ნამდვილად არ მივიღებდით, ღარიბაშვილი საკმაოდ მკაცრი და დაუნდობელი იყო დამნაშავე ნაციონალების და ზოგადად ამ პარტიის მიმართ, მას სწორი მიდგომა და ლიდერის თვისებები ქონდა რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით კვირიკაშვილზე, დღეს მისი ხელი აკლია ქვეყანას და განსაკუთრებით კი მმართველ გუნდს (თუ რაიმე წარმატების მიღწევა და ბოლომდე გამონაცება არ უნდა), კვირიკაშვილი სათანადოდ ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, დღეს რომ ირაკლი იყოს ასეთ გაპარტახებულ და ნაცების ბუდედ ქცეულ ოცნებას არ მივიღებდით, ოცნებაზე ბიძინა ივანიშვილმაც ჩაიქნია ხელი, რადგან მარგველაშვილის მსგავსად ვერც კვირიკაშვილმა გაამართლა იმედები, 4+1=5 ეს დღევანდელი რეალობაა! -წერს ბაბუხადია
скачать dle 11.0фильмы бесплатно