Coloring Pages Reddit Video Downloader
 

“სააკაშვილმა ინტელიგენცია გამოაინდაურა”

“სააკაშვილმა ინტელიგენცია გამოაინდაურა”

“ქართულ ოცნებას” ურჩევნია, გონს მოეგოს, სანამ “ნაციონალური მოძრაობის” ბედს გაიზიარებს”


უნდა აისახოს თუ არა ხელოვნებაში პოლიტიკურ-სოციალური თემები, მით უმეტეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიანი პერიოდის, როდესაც ქვეყანაში განუკითხაობა იყო, ამ ყველაფერზე ვინმემ რამე შექმნა? სად არიან მომღერლები, რეჟისორები, მსახიობები, მწერლები, რომლებმაც ეს ყველაფერი ისტორიას უნდა შემოუნახონ? “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ხელოვანი ადამიანები ხშირად აპროტესტებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, დღეს რა ხდება, ყველაფერი რიგზეა და გასაპროტესტებელი არაფერია? _ ამ თემებზე გვესაუბრება პოეტი თემურ ჩალაბაშვილი.


_ ბატონო თემურ, მართებულად მიგაჩნიათ ხელოვანი ადამიანების პოლიტიკაში ჩართვა?

_ ხელოვანი ადამიანის პოლიტიკაში ჩართვა სასურველი არ არის, მაგრამ, როცა ქვეყანას ისე გაუჭირდება, როგორც უჭირს საქართველოს, ამას შეიძლება გამართლება მოუძებნო. ხელოვანმა სამშობლოზე უნდა იზრუნოს და, ეს ზრუნვა თუ პოლიტიკაში წასვლით გამოიხატება, მისაღებია. ადამიანი პოლიტიკაში თუ მიდის, ეროვნული სული უნდა ჰქონდეს. როდესაც ქვეყანას გაუჭირდება, ყველამ, რითაც შეგვიძლია, იმით უნდა ვუშველოთ.

_ ჩვენ გვახსოვს “ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიანი პერიოდი, მედიასაშუალებებით ხშირად ვკითხულობდით, ვუსმენდით ხელოვანი ადამიანების პროტესტს, დღეს რა ხდება _ სად არიან ხელოვანები, ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში და გასაპროტესტებელი არაფერია?

_ ხელოვანი ადამიანები იმხანადაც და ახლაც აპროტესტებენ ბევრ რამეს. მე, პირადად, მთელი ათი წელი ვაპროტესტებდი. ცხრაწლიანი რეჟიმის დაბრუნებისგან კი ღმერთმა დაგვიფაროს, “ნაციონალური მოძრაობა” დიდი ხნის წინათ მოკვდა; პოლიტიკური გვამები კი, როგორც წესი, არ ცოცხლდებიან, მაგრამ არც ამ ხელისუფლებას ვუკრავ ტაშს, “ქართულ ოცნებასაც” ბევრი ნაკლი აქვს. პოლიტიკოსს მაშინ აქვს ძალა, როცა ხალხი მიჰყვება და მოსახლეობაში მათ სიტყვას ფასი აქვს.

_ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაძაბულია. ხელოვან ადამიანებს, რომლებიც რუსეთში კონცერტებს მართავენ, ფილმებს იღებენ, სპექტაკლებს დგამენ, პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, საზოგადოების ნაწილი ქვეყნის მოღალატეებს უწოდებს, როგორია თქვენი თვალსაზრისი ამ საკითხზე?

_ ხელოვნებას ეროვნება არ აქვს. რუსული ხელოვნება მსოფლიო მონაპოვრად მიმაჩნია, ისევე, როგორც ევროპული და ქართული. საქართველოსა და რუსეთს შორის უთანხმოება არ ნიშნავს იმას, რომ რუსული კულტურა და ხელოვნება არ ვაღიაროთ, დიახ, უნდა ჩავიდეთ და ჩვენი პროტესტი ჩვენი საქმით გადმოვცეთ. უნდა შეგვეძლოს ხელოვნებისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გარჩევა.

_ ჩვენი სასიქადულო მწერლები სამშობლოსადმი სიყვარულსა და წუხილს ლექსებსა და მოთხრობებში გამოხატავდნენ. დღეს თუ იწერება სამშობლოზე ლექსები, მოთხრობები, სიმღერები?

_ დიახ, იწერება ლექსებიც, მოთხრობებიც... დღესაც იწერება და ყოველთვის იწერებოდა. უბრალოდ, ახლა არაფერი ჩანს და ძალიან რთულია ამათ ხელში რაიმეს გამოჩენა. მთავრობამ არ იცის, რომ ხელოვნების გარეშე ქვეყანა ფონს ვერ გავა.

_ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ “ინდაურით რომ მოისყიდი, ის კაცი ინტელიგენტი არ არისო”. ვის გულისხმობდით?

_ დიახ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ინდაურები ჩამოურიგა ინტელიგენციას, ინდაურით გააჩუმეს ის ხალხი, სააკაშვილმა გამოაინდაურა ინტელიგენცია. კონკრეტულად არავის ვგულისხმობდი, ხალხი დამშეული იყო და “ნაციონალურმა მოძრაობამაც” ისარგებლა ამით. სამწუხაროდ, ხშირად ეშლებათ ხელოვანებს.

_ რას ურჩევთ ამჟამინდელ ხელისუფლებას?

_ ვურჩევ, ცოტა გონივრულად მოიქცნენ, მიხედონ ხალხს, ხალხის გულისთქმას დაუკვირდნენ. ყველა ხელისუფლება ხალხის არჩეულია და ხალხივე გადააგდებს, მაგრამ ხელისუფლების შეცვლა-შემოცვლა ბევრის არაფრის მომტანია. ეგებ ის შეცდომები, რომლებიც ამ ხელისუფლებამ დაუშვა, აღარ განმეორდეს. “ქართულ ოცნებას” ურჩევნია, გონს მოეგოს, სანამ “ნაციონალური მოძრაობის” ბედს გაიზიარებს. პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ იმას, რაც დღეს ხდება, ბევრი ანალიზი არ სჭირდება, დღეს საშველი არაფერი გვაქვს, მაგრამ არც ისეა ყველაფერი, როგორც უნდა იყოს.

ესაუბრა ნანა ფოფხაძე

წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions