"მორიგი არაბული საინვესტიციო პროექტი საგურამოში! რეალურად კი უცხოური, სათემო მორიგი ანკლავი საქართველოს ტერიტორიულ სხეულზე, მსგავსად ტაბახმელისა და თელავის ჯუღაანისა, სადაც ანალოგიურად ავითარებენ სათემო საკუთრების პერსპექტიულ, მინი ურბანულ ზონებს არაბი ბიზნემენები საკუთარი თვისტომისთვის, რაც მოდელირებულ სიუჟეტშიც მშვენივრად ჩანს!
შარჟა - თბილისის რეისზე ჩამოსული "ტურისტებიც" სწორედ ამ სათემო საკუთრებას ეტანებიან. ბინადრობის უფლების მისაღებად საკმარისია მხოლოდ შპს - ს რეგისტრირება, მინიმუმ $35000 ღირებულების უძრავ ქონებაზე ნასყიდობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა პატარა ქალბატონის სამინისტროში და.. ბინადრობა, მრავალცოლიან - მრავალშვილიან "ტურისტთა" გარანტირებული უფლება ხდება.. შემდგომი გაფართოვებისა და სრულყოფის პერსპექტივით!
საქართველო იყიდება!" - პარტია "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო"-ს ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
დეტალური ინფორმაციისთვის - საგურამოში მინიქალაქის „საგურამოს ბაღების“ მშენებლობა მიმდინარეობს. ქართულ-არაბულ ერთობლივ პროექტს ქართული საინვესტიციო კომპანია Georgian Ventures & Investment (GVI) და არაბული უძრავი ქონების კომპანია Salim Ali Al Shamsi ახორციელებენ.
მინი ქალაქი 350 000 კვ. მეტრის ფართობზე მოეწყობა და საცხოვრებელ კორპუსებს, ვილებს, კოტეჯებს, სამედიცინო ცენტრს, 4-ვარსკვლავიან საკურორტო სასტუმროს, საკურორტო ცენტრს, დასასვენებელ პარკს, გოლფის მინიმოედანს, სხვადასხვა სპორტულ ინფრასტრუქტურას, სავაჭრო ცენტრებს, კაფეებს, რესტორნებს, პატარა ტბებისა და ხილის ბაღების მქონე პარკს გააერთიანებს.
GVI-ის ცნობით, მინი ქალაქი ძირითადად, ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან კლიენტების მოზიდვაზე იქნება ორიენტირებული. ინფრასტრუქტურული სამუშაოები საგურამოში 2016 წლის აპრილში დაიწყო. გეგმის მიხედვით, პროექტი 4 წელიწადში უნდა დასრულდეს.