"დემოკრატიული მოძრაობის" საინიციატივო ჯგუფის მიერ, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული კონსტიტუციური კანონის პროექტისა და მასთან დაკავშირებული, პარლამენტის ბიუროს სხდომის პროცედურის გავლის შემდეგ, რჩებოდა უმარტივესი და უფორმალურესი მოქმედების შესრულებასაპროცედურო საკითხთა კომიტეტს უნდა გაეცა ერთი ცალი ბლანკი(!), რომელსაც გადავამრავლებდით და შევუდგებოდით ხელმოწერების შეგროვებას საქართველოს უბლოკო სტატუსი მიღების მხარდამჭერ მოქალაქეთაგან!.. აი, აქ გაჭედა პარლამენტმა!! - ისაო , ესაო, არ გვცალია, საარჩევნო კამპანიაში ვართო, პოლიტიკურადაც გაუმართლებლად მიგვაჩნიაო და არ მოვალთო.. მოკლედ, უარი განაცხადეს ვალდებულების აღსრულებაზე, დასწრებოდნენ საკომიტეტო მოსმენას არა ერთხელ, წინასწარი შეცნობითა და პირდაპირი განზრახვით, რათა ხელი შეეშალათ "დემოკრატიული მოძრაობის"საქმიანობისა და აქტივობისთვის! როგორც სჩანს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს უნდა შევახსენოთ, რომ მსგავსი ქმედებით,კომიტეტის 15 კაციანი შემადგენლობა სჩადის დანაშაულს, რაც გათვალისწინებულია
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით- პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური
გაერთიანების შექმნისათვის ან მისი
საქმიანობისათვის ხელის შეშლა.
პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის
ან მისი საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის
მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,
-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
თავისუფლების შეზღუდვით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
ჯერი პროკურატურაზეა!" - აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიზე
скачать dle 11.0фильмы бесплатно