ვინ აკონტროლებს საგზაო ტენდერებს საქართველოში და რატომ ხდება რომ ქართველი საქართველოში იჩაგრება?!2016 წლის ოქტომბერში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა ტენდერი ბათუმის შემოვლითი გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე. პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს 2 -ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ.
ტენდერში მონაწილეობა მიიღო 22-მა კომპანიამ. მათგან შეირჩა 10 (shortlist).დარჩენილი 10 კომპანიიდან ყველაზე დაბალი ფასი წარმოდგენილი აქვს JV POLATYOL&MAPA (TURKEY) – 329 630 690.72 GEL. საავტომობილო გზების დეპარტამენტი აპირებს ტემდერში გამარჯვებულად გამოაცხადოს აღნიშნული კომპანია.ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი აკეთებს ყველაფერს, რათა შეირჩეს საუკეთესო ფასის საუკეთესო სამშენებლო კომპანია. ეს სიმართლე იქნებოდა რომ არა ის კითხვის ნიშნები, რომლებიც ახლავს ამ ტენდერს და ამ კომპანიას: რამდენად რეალურია თურქული კომპანიის მიერ შემოთავაზებული ფასი? - ფასი არარეალულად დაბალია. ამას ადასტურებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის დასკვნაც, სადაც აღნიშნულია რომ
JV POLATYOL&MAPA- ს მიერ წარმოდგენილი ფასი პროექტის თვითღირებულებაზე დაბალია.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აღნიშნული კომპანია არარეალურად დაბალი ფასით აღწევს ტენდერში გამარჯვებას. ანალოგიურად მოიგო ტენდერი აზერბაიჯანშიც, რომელიც დღემდე დაუმთავრებელია და ტენდერის ფასზე გადახარჯვა, დაახლოებით, 40%-ია. ამ ლოგიკით საქართველოს, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მინიმუმ 461482 967 ლარი დაუჯდება, საერთოდ თუ დაამთავრა თურქულმა კომპანიამ მისი მშენებლობა და არ დარჩა ნახევრად დაუმთავრებელ მდგომარეობაში, რისი მაგალითებიც არსებობს საქართველოს გზების მშენებლობის უახლეს ისტორიაში.
რამდენად კომპეტენტურია თურქული კომპანია მსგავსი სირთულის პროექტის შესასრულებლად? აღნიშნულ კომპანიას საქართველოში ჩატარებულ ტენდერებში, სადაც კი მიუღია მონაწილეობა, არცერთხელ არ დაუკმაყოფილებია ტექნიკური პირობები და არ მოხვედრილა ე.წ shortlist-ში. როგორ მოხდა, რომ ამ ტენდერში შეძლო ტექნიკური პარამეტრების დაკმაყოფილება? ამ კითხვას, ალბათ, მხოლოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა თუ გასცემს პასუხს, მაგრამ, სავარაუდოდ, არ მოისურვებენ.აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნულ ავანტიურაზე არაფრით არ წავიდოდა თურქული კომპანია, რომ არ ჰქონდეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერის იმედი.
ცხადია, ტენდერში წარდგენილ ფასში პროექტის შესრულება გამორიცხულია, ხოლო მისი ღირებულების გაზრდა კი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე შეუძლებელია. არც ის შეიძლება ვიფიქროთ, რომ თურქული კომპანია რამეს აჩუქებს საქართველოს და საკუთარი სახსრებით შეავსებს რეალურ ფასსა დატენდერში წარდგენილ ფასს შორის სხვაობას.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის აპრობირებული სქემა,რომელიც გულისხმობს საეჭვო რეპუტაციის კომპანიების ჩინოვნიკებთან გარიგების მეშვეობით, პირადი ინტერესების დაკმაყოფილების სანაცვლოდ, კომპეტენტური კომპანიების ტენდერიდან ამოგდებას. შედეგი, რომელსაც მიიღებს საქართველო, იქნება უხარისხო დაუმთავრებელი გზები, ბიუჯეტიდან გახარჯული თანხა, სამაგიეროდ, იქნებიან კმაყოფილი ჩინოვნიკები!
სტატიის ავტორი:
ირინა ფაღავაскачать dle 11.0фильмы бесплатно