Coloring Pages Reddit Video Downloader
 

პუტინმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულები მარინა ჯანჯღავა და ანიკ კესიანი შეიწყალა

პუტინმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულები მარინა ჯანჯღავა და ანიკ კესიანი შეიწყალა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა შეწყალების დოკუმენტს, რომლის მიხედვით, სოჭის მკვიდრებს მარინა ჯანჯღავასა და ანიკ კესიანს სახელმწიფო ღალატი აპატიეს.

დოკუმენტი ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.მასში აღნიშნულია, რომ ბრძანება გამოქვეყნებიდან 10 დღეში შევა ძალაში.

4 ივლისს, სოჭის მოქალაქეებმა, რომლებსაც სახელმწიფოს ღალატი დასწამეს, რუსეთის უზენაეს სასამართლოს მიმართეს.

7 მარტს, ვლადიმერ პუტინმა ამ საქმის კიდევ ერთი ბრალდებული ოქსანა სევასტიდი შეიწყალა.

2015 წელს კესიანს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, 8 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2013 და 2014 წელს კი იმავე დანაშაულის გამო ჯანჯღავა და ტუტისანი გაასამართლეს. პირველმა ორმა, 2008 წელს (რუსეთთან კონფლიქტამდე), თავიანთ ქართველ ნაცნობებს გაუგზავნეს სმს-ები, რაშიც აღწერილი იყო რუსული ტექნიკის გაადგილება აფხაზეთის მიმართულებით.

იმედინიუსი

წყარო: akhalitaoba.geскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions