Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ასლან აბაშიძეს დაუსწრებლად 15–წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ასლან აბაშიძეს დაუსწრებლად 15–წლიანი პატიმრობა მიესაჯა

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ყოფილ ლიდერს ასლან აბაშიძეს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების სასარგებლოდ 98 229 530 ლარის გადახდა დააკისრა.

ასლან აბაშიძეს ადვოკატმა შალვა შავგულიძემ "უსაფუძვლო“ უწოდა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ საქმე ჯერ ზემდგომ ინსტანციებში, შემდეგ კი ევროპის სასამართლოში გასაჩივრდება.

აბაშიძის წინააღმდეგ გენერალურმა პროკურატურამ თანამდებობის ბოროტად გამოყენების, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის, ადამიანის უკანონოდ დაპატიმრების, ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე 2004 წლის ივლისში მას შემდეგ აღძრა, რაც აბაშიძემ საქართველო 2004 წლის მაისში აჭარის რევოლუციის შედეგად დატოვა და მოსკოვს შეაფარა თავი.

2005 წლის 5 დეკემბერს ასლან აბაშიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მას მკვლელობის საქმეზე 2006 წლის მარტში შეეფარდა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 1991 წელს აბაშიძის ყოფილი მოადგილის ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმის ძიება, რომელიც შეჩერებული იყო, კვლავ განახლდა და ასლან აბაშიძე მთავარ ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი.

წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions