დღეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი - პროვოკაცია, ომში დაღვრილი სისხლი, დაკარგული ტერიტორიები სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა იყო. მთელი პასუხისმგებლობა მის კისერზეა!ყველა ვხედავდით თუ როგორ, დრამატულად ვითარდებოდა მოვლენები.
2008 წლის აგვისტოს პირველი რიცხვებიდან რუსეთის მთავრობამ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას საშუალება მისცა რუსეთში გახიზნულიყო.
რეგიონი ლტოლვილებით დატვირთულმა 20 ავტობუსმა დატოვა. ეს კადრები ღიად გადაიცემოდა რუსული მედიით.
4 აგვისტოს რუსეთის 58-ე არმიის ხუთი ბატალიონი როკის გვირაბის სიახლოვეს, ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე დისლოცირდა.
7 აგვისტოს საღამოს, 11:30 საათზე სააკაშვილმა "რუსთავის 2 " -ის პირდაპირი ეთერით სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა.
ოპერაციის მიზანი, სამშვიდობო ჯარების სარდალ ყურაშვილის განცხადებით, რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის“ დამყარება იყო.
აშშ-ის საელჩომ საქართველოში საკუთარი პერსონალის ევაკუაცია მოახდინა ერევანში, ასევე მოუწოდა ამერიკის ყველა მოქალაქეს ქვეყნის დატოვებისკენ.
- მაშინ, როდესაც პოლიტიკური ელიტის ოჯახების ათსობით ავტომანქანა (დაბურულ მინებიანი ჯიპებით) სომხეთის თუ აზერბაიჯანის საზღვრებს მიადგა,
- მაშინ, როცა საქართველოს მთავრობის დიდმა უმრავლეოსობამ სხვადასხვა მოტივით ქვეყანა მიატოვა,
- მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე "დანა-ჩანგლით" მოგიწოდებდათ დაგეცვათ ქვეყანა აგრესორისგან,
სასოწარკვეთილი, გამწრებული, დაშინებული საქართველოს მოსახლეობა იჯექით სახლში და მხოლოდ უფლის იმედით ელოდით სასწაულს!
ათასგზის წუხდნენ, ნერვიულობდნენ, ღამეები არ ეძინათ მათ ოჯახის წევრებს, ვისი შვილებიც, ძმებიც , მამებიც, ერთი ავადმყოფი ადამიანის დაუოკებელი პოლიტიკური ამბიციების,სწრაფვების გამო გაჩაღებულ პროვოკაციულ ომში იბრძოდნენ.
რამდენად სამწუხაროა, იმ ასობით დამიანის ოჯახების განცდა, ტკივილი, ვიც ამ ომს შეეწირა .
მარადიული ხსოვნა მათ!
მათ სჯეროდათ, მათ არწმუნებდნენ, მათი მოვალეობა იყო და იცავდნენ კიდეც საკუთარ სამშობლოს , თუმცა არაფერი იცოდნენ ომის ნამდვილი არსის და მათი "მთავარსარდლის" განჯაში მაგიდის ქვემოთ ძრომიალის შესახებ.
თუმცა, იხილეს კი მათი მეგობების გვმებზე მოცეკვავე და გორის ტალახში მხოხვარე მთავარ "სარდელი" !
- " რა მოიგო რუსეთმა აგვისტოს ომით? სულ ორიოდე სოფელი. დაკარგვით კი ბევრი რამე დაკარგა“ - არც მალავდა სააკაშვილი კმაყოფილებას ტელევიზიით, მან ხომ- ქართველების სისხლის ფასად "მსოფლიოს დაანახა რუსების ნამდვილი სახე"
ვის აწყობდა ომი?
თუარადა ამერიკის შეერთებულ შტატებს!
ამერიკელებმა, ქართული ანდაზის არ იყოს "წააქეზეს მურია", სააკაშვილის რეჟიმის ხელით პროვოკაცია მოუწყვეს რუსეთს და ფაქტიურად აიძულეს ის, რომ მიეღო მისთვის ნაკლებად
მომგებიანი გადაწყვეტილება- ეღიარებინა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.
უფრო მეტიც, საქართველოში ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ს საარჩევნო კამპანიაში აქცენტებმა გარკვეული პერიოდით გადაინაცვლა საგარეო პოლიტიკის სფეროში.
სააკაშვილის პოლიტიკური მამინაცვლის, მაკეინის გუნდმა ეს თემა გადააქცია საპრეზიდენტო დებატების მთავარ თემად და რუსეთისგან მტრის ხატის შექმნა დაიწყო.
მაშინ , მაკკეინის რეიტინგი სწრაფად დაეწია ობამას რეიტინგს და ვინ იცის, ვინ გაიმარჯვებდა ამ არჩევნებში, რომ არა იმავე წლის შემოდგომაზე დაწყებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი..
გავა დრო და კიდევ ბევრ მტკიცებულებას მოეფინება ნათელი ამ პორვოკაციული ომის ნამდვილი მიზნების შესახებ და კვლავაც ბევრჯერ დარწმუნდება საზოგადოება სააკაშვილის ბოროტი რეჟიმის საქმეების შესახებ, რომელიც საქართველოში არასდროს განმოერდება!
წყარო: ლადო ბედუკაძის ფეისბუქ-სტატუსიскачать dle 11.0фильмы бесплатно