ბათუმში, ერთერთ ღამის კლუბში, „ეფეს 2016“ - ტურისტს საუდის არაბეთიდან, ერთ ფინჯან ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს. ამის შესახებ მან ქართველ მეგობრებს მოუყვა. იგი მედიასთან ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.კლუბში მომხდარზე ინფორმაცია, ქვითრის ფოტოსთან ერთად, სოციალურ ქსელში ნათია ჯანჯღავამ გაავრცელა, რომელიც დაზარალებულს ესაუბრა. როგორც ჯანჯღავამ news.ge-ს განუცხადა, ტურისტი მამამისის მეგობარია და სახლში დაბრუნების შემდეგ, მომხდარზე ისაუბრა.
ტურისტმა სამართალდამცავ ორგანოებს არ მიმართა, რადგან, როგორც მან მეგობრებს განუმარტა, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. ამბობს, რომ თუ ფულს არ გადაიხდიდა, კლუბში, ცემითა და მოკვლით დაემუქრნენ. მუქარა ისე აშკარად და ღიად მიიჩნია ტურისტმა, რომ კლუბის უკან გავლენიანი მფარველის არსებობა ივარაუდა.
news.ge შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ უწყებაში მომხდარზე განცხადება არ შესულა და შესაბამისად, გამოძიება არ დაწყებულა.
„ბათუმის ერთერთ ღამის კლუბში, უცხოეთის მოქალაქეს, მხოლოდ ერთ ფინჯან ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს!როცა გაუჩნდა კითხვა, რატომ ახდევინებდნენ ამდენს, დაეხვია დაცვა და მოკვლით დაემუქრნენ! თავდაპირველად 700 ლარი მოსთხოვეს, მაგრამ როცა გაიგეს, რომ მხოლოდ 500 ლარი ჰქონდა, ჩეკი გამოწერეს 500 ლარზე. ადამიანი, რომელიც არის ძალიან კეთილი და რიმელიც გასცემს უანგაროდ, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო და ქუჩაში უბრალო „მათხოვრებს" 50 ლარს ურიგებს, (ანუ მისთვის არც 500 ლარის გადახდა წარმოადგენს პრობლემას), არის ძალიან შეწუხებული და აღშფოთებული ბათუმში ერთდღიანი ვიზიტით და ამბობს, რომ ის მზად არის ყველას განუცხადოს ამის შესახებ. ის ფიქრობს, რომ მსგავსი რაღაც არცხვენს და სახელს ულახავს საქართველოს, რაც აუცილებლად იმოქმედებს ტურისტების რაოდენობაზეც“, - დაწერა ჯანჯღავამ „ფეისბუქში“.
საჯარო რეესტრში კლუბი თურქეთის მოქალაქე ჯენგიზ აქგულის სახელზეა რეგისტრირებული, რომელიც კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно