Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ვალერი კვარაცხელიამ ტელეკომპანია “ობიექტივი” დატოვა

ვალერი კვარაცხელიამ ტელეკომპანია “ობიექტივი” დატოვა

ჟურნალისტმა და პარტია “სოციალისტური საქართველო”-ს ლიდერმა ვალერი კვარაცხელიამ ტელეკომპანია “ობიექტივი” დატოვა. ამის შესახებ მან 13 აგვისტოს ბოლო გადაცემაში განაცხადა.

როგორც კვარაცხელია ამბობს, არხის დატოვების და გადაცემის შეჩერების მიზეზი მისი საარჩევნო კამპანიაში ჩართვაა.

“ოთხნახევარი წელიწადი “ობიექტივის” ეთერში ორი პროექტით: “ოქროს კვეთა” და “პოლიტიკური ღამე”.

არც ჯამაგირი, არც ჰონორარი, არც პრემია ან სხვა სახის ანაზღაურება.

ეს იყო მოზღვავებული ენთუზიაზმი ქართულ ეროვნულ ცნობიერებაში სინათლის სხივის შესატანად და ერის გამოსაღვიძებლად.

ვიცი, რომ კვალს, რომელიც ამ გადაცემებმა ქართულ საზოგადოებრივ აზრს დაატყო, ვეღარავინ წაშლის.

ამ ოთხ წელიწადში ამერიკული ბინძური პროპაგანდით მოწამლულ ცნობიერებას და მის მიერვე დაჭრილ ეროვნულ სულს ისეთი მალამო მოვცხე, უკვდავების ისეთი წყარო ვაპკურე, რომ დასავლური ბაცილისგან აუცილებლად განიკურნება.

მადლობა “ობიექტივს”, მადლობა მის თითოეულ თანამშრომელს, ვისთან ერთად ასეულობით ისეთი გადაცემა შეიქმნა, რომელსაც ამ ეპოქის ვერცერთი ობიექტური მემატიანე და მეისტორიე გვერდს ვერ აუვლის.

ახლა გადავერთვები საარჩევნო საქმიანობაში!

ვინც ჯანსაღად ვაზროვნებთ, გავერთიანდეთ საარჩევნო ბლოკის ირგვლივ: “კვარაცხელია – სოციალისტური საქართველო”!

დედა სამშობლო გვიხმობს!”
– აცხადებს კვარაცხელია.

წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions