Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ვალერი კვარაცხელია: ჩვენ პუტინის მონები მაინც ვართ, პუტინი არის ამ პლანეტაზე ნომერ პირველი პოლიტიკოსი

ვალერი კვარაცხელია: ჩვენ პუტინის მონები მაინც ვართ, პუტინი არის ამ პლანეტაზე ნომერ პირველი პოლიტიკოსი

„სოციალისტური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელია ჟურნალისტ რომან ქევხიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა.


„ჩვენ პუტინის მონები მაინც ვართ. პუტინი არის ამ პლანეტაზე ნომერ პირველი პოლიტიკოსი და ყველაზე დიდი სახელმწიფოს ლიდერი და პრეზიდენტი. აი, ეს ვაჟბატონი ვისი მონაა? კაცი, რომელიც ამ გარეწარი სააკაშვილის და ამ ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ე.წ. „ნაციონალური მოძრაობის“ მონა იქნება, ის რა უფლებით გვასწავლის ჩვენ ჭკუას“, - განაცხადა კვარაცხელიამ "ობიექტივის" ეთერში.

შეგახსენებთ, ვალერი კვარაცხელიას პარტიის წევრი, თემურ ფიფია ჟურნალისტ რომან ქევხიშვილის პროტესტმა გააღიზიანა და სილა გააწნა. ქევხიშვილმა მას მიმართა, რომ საბჭოთა კავშირის დრო არ არის, პუტინი მკვლელია და რუსეთი - ოკუპანტი. სწორედ ამის შემდეგ დაარტყა ფიფიამ მას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავში მომხდარი ინციდენტის მონაწილეს თემურ ფიფიას ცემის მუხლით წარუდგინა ბრალი.

„ჩვენ ჩვენი სათქმელი გვაქვს. ჩვენ ჩვენი პოზიცია გვაქვს, ჩვენ ჩვენი არგუმენტი გვაქვს და ჩვენი ჩვენი ლოგიკა გვაქვს. ჩვენ ჩვენი დასაბუთება გვაქვს იმისა, რასაც ვლაპარაკობთ. ვინ მისცა ამ ვაჟბატონს და ამ ვაჟბატონებს, გოგო-ბიჭებს იმის უფლება, რომ ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობაში ასე უხეშად ჩაერიონ, შეურაცხყოფა მოგვაყენონ, ჩაგვიშალონ ღონისძიებები და ა.შ. ვინ მისცა მათ ამის უფლება. ამის უფლებას მათ აძლევთ ორი ვინმე: ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ქაოსით და დომხალით შემოვიდა საქართველოში. ამერიკიდან წამოსულმა პოლიტიკამ მოახერხა და შეძლო ის, რომ 25 წლის განმავლობაში საქართველო სამ ნაწილად დაშლილიყო, ეკონომიკურად, სულიერად, მორალურად დანგრეულიყო და გაპარტახებულიყო“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions