Coloring Pages Reddit Video Downloader
 

წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიებში დარღვევები გამოვლინდა

წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიებში დარღვევები გამოვლინდა

დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ტელეკომპანიებში „რუსთავი 2“, „ტაბულა“, ტვ პირველი“, „ობიექტივი“ და 21 რაიონული გაზეთში.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წინასაარჩევნო პერიოდში 8 ივნისიდან 8 ივლისამდე მედიის მუშაობაში რიგი დარღვევები აღმოაჩინა. მორიგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერსაა დაგეგმილი. წინასარჩევნო კამპანია კი 8 ივნისს დაიწყო.

კომუნიკაციების კომისიამ საარჩევნო კოდექსისა და მაუწყებელთა კოდექისი დარღვევები აღმოაჩინა.

კოდექსის დარღვევად მიიჩნევს კომისია ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში გადაცემას „პოლიტიკური ღამე“, რომელიც პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერს ვალერი კვარაცხელიას მიჰყავს.

კოდექსი უკრძალავს პარტიის წევრებსა და პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს ახალი ამბების ან პოლიტიკური პროგრამების წაყვანას ტელევიზიით და ჟურნალისტად მუშაობას.

ეროვნულმა კომისიამ ასევე დარღვევები აღმოაჩინა „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ ეთერში პოლიტიკური რეკლამების ტრანსლირებისას.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, რეკლამას უნდა ახლდეს სურდოთარგამანი.

ორივე ტელეკომპანიის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდადრღვევათა ოქმი გადაგზავნილია საქალაქო სასამართლოში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ კიდევ ერთი ადმინისტრაციული საქმეა აღძრული, ვინაიდან მან არ წარმოადგინა ანგარიში გაწეული მუშაობისა და პარტიებისათვის დათმობილი პირდაპირი ეთერის დროის შესახებ.

მსგავსი ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს ტელეკომპანია „ტაბულას“ წინააღმდეგაც.

ადმინისტრაციული სარჩელები აღძრა კომისიამ ასევე 5 რეგიონალური მედიის წინააღმდეგ პროგრამული მაუწყებლობის ბადეში დარღვევებისა და ლიცენზიის გარეშე ახალი ამბების ტრანსლირების გამო.

კომისია გეგმავს დააყენოს 21 რაიონული გაზეთის პასუხისმგებლობის საკითხი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების დარღვევით გამოქვეყნების გამო.

კანონი ითხოვს კვლევის ჩამტარებელი კომპანიის მონაცემების, დამკვეთის, მეთოდის, გამოკითხულთა რაოდენობის, კითხვის ზუსტი ფორმულირების, გამოკითხვის ჩატარების ზუსტი ადგილის, შერჩევის მეთოდოლოგიის, გამოკითხვაზე უარის მთქმელ რესპოდენტთა შესახებ ინფორმაციის მითითებას.

წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions