თბილისში კვლავ სიცხეებია მოსალოდნელი.უახლოეს დღეებში საქართველოში ცხელი ამინდები შენარჩუნდება, თუმცა ალაგ-ალაგ წვიმაა მოსალოდნელი, წერს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия გარემოს დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით.
16 აგვისტოდასავლეთ საქართველო: ალაგ-ალაგ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით, იქროლებს 8-13 მ/წმ-ის სიმძლავრის ქარი.
• ღამით: 16-21° სითბო
• დღისით: 29-34 ნულს ზემოთ.
აღმოსავლეთ საქართველო: მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და 10-15 მ/წმ სიმძლავრის ქარი.
• ღამით: პლუს 16-21°
• დღისით: 30-35 გრადუსი სიცხე.
დღის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში იწვიმებს, ალაგ-ალაგ წამოვა სეტყვაც. ღამით უმეტეს რაიონებში იწვიმებს.
თბილისი: მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
• ღამით: 21 გრადუსი სითბო
• დღისით: 33 გრადუსი სიცხე.
17 აგვისტოქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს, მოსალოდნელია ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია სეტყვა და 8-13 მ/წმ სიმძლავრის ქარი.
დასავლეთ საქართველოში
• ღამით: პლუს 18-23 გრადუსი
• დღისით: 27-32 გრადუსი ნულს ზემოთ.
აღმოსავლეთ საქართველოში
• ღამით: 17-22 გრადუსი სითბო
• დღისით 30-35 გრადუსი სიცხე.
თბილისში
• ღამით: სინოპტიკოსები გვპირდებიან 22 გრადუს სითბოს
• დღისით: ჰაერი 33 გრადუსამდე გათბება.
საღამოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
18 აგვისტოროგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ჭექა-ქუხილი. იქროლებს 8-13 მ/წმ სიმძლავრის ქარი.
დასავლეთ საქართველოში
• ღამით: 19-24 გრადუსი სითბო
• დღისით: ჰაერის ტემპერატურა იქნება 29-34 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში
ღამით: 17-22 გრადუსი ნულს ზემოთ
დღისით: 31-36 გრადუსი სიცხე.
თბილისში დღის მეორე ნახევარში მცირედ იწვიმებს და იქნება ჭექა-ქუხილი.
• ღამით: 21 გრადუსი სითბო
• დღისით: ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე აიწევს.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно