აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში სეტყვაა მოსალოდნელი
- 06.08.2016, 23:37,
- საზოგადოება / სლაიდი
- 0
საქართველოში 8 აგვისტოს ჩათვლით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება, იქნება ხანმოკლე, ძლიერი წვიმა და სეტყვა. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34-დან 37 გრადუსამდეა მოსალოდნელი.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 32-34 გრადუსი, სანაპიროზე 29-31, მაღალმთიანეთში კი 34-დან 36 გრადუსამდე.
რაც შეეხება შავი ზღვისპირეთს, უახლოესი დღეების განმავლობაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ხანმოკლე ნალექი, ღამის საათებში მოსალოდნელია აჭარის მაღალმთიან სოფლებსა და რაჭის ტერიტორიაზე.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно