Coloring Pages Reddit Video Downloader
 

"გთხოვთ შეწყვიტეთ ფულის გადარიცხვა..."-გია მაისაშვილი

"გთხოვთ შეწყვიტეთ ფულის გადარიცხვა..."-გია მაისაშვილი

ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე გია მაისაშვილი უმძიმეს სენს, ტვინის სიმსივნეს ებრძვის. იგი ყველანაირი ხერხებით ცდილობს ამ საშინელი სენის დამარცხებას.

წარუმატებელი ქიმიო-თერაპიის შემდეგ 40 დღიან შიმშილობასაც კი მიმართა, რამაც შედეგი არ გამოიღო. ქიმიო-თერაპიის კურსის ჩატარებამდე გია მაისაშვილს სტამბულის ერთ-ერთ კლინიკაში უმძიმესი ოპერაციის შედეგაგ თავიდან სიმსივნე ამოკვეთეს.

ამჟამად ბატონი გია ამერიკაში იმყოფება სამკურნალოდ. იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მადლობას უხდის ყველას გვერდში დგომისთვის და გაოცებულია უკიდურესად შეჭირვებული და უცნობი ადამიანების სიყვარულითა და ხელგაშლილობით:

"ჩემო ძვირფასებო! მინდა გაცნობოთ იმ დრამატული მოვლენების შესახებ რაც ჩემს ირგვლივ აქ ჰიუსტონში ხდება... მოგვიანებით, ახლა კი მხოლოდ ერთი რამ მინდა შეგატყობინოთ ჯერ. ბევრი მტკიცების გარეშე ვიტყვი და უფალმა იცის არაფრის თხოვნა არ ვიცი და არავისთვის არაფერი არ მითხოვია. ეს ჩემი დახმარების იდეა, იყო მთლიანად ლაშა შენგელიას იდეა, რომლის გამო დიდად მადლობელი ვარ, მაგრამ იყო უაღრესად დამთგრუნველი. გაოგნებული ვარ, ძირითადად უკიდურესად შეჭირვებული და უცნობი ადამიანების სიყვარულითა და ხელგაშლილობით. ჩვენი საყვარელი მომღერლების გულით. ამიტომაა, რომ ქვე ცნობიერად მეც ჩემსავით ეს უბრალო ხალხი მყვარებია ასე მოჭარბებით. ამ დახმარების კომპანიაში არც ერთი შეძლებული არ ჩართულა. ნანული ბურჯანაძე ხარაგაულელი ექიმი უკეთილშობილესი ქალბატონი რომელსაც არც შევხვედრივარ გადარიცხა 1000 ლარი, რომელიც საკუთარ ოჯახს როგორ სჭირდება და ის კი თავისი მოყვასისთვის იღწვის. თემურ ქურხული 500 ლარი, პაატა დავაძე, რატი სამყურაშვილი 500 ევრო, ტექნო ბუმი, ტოიოტა ცენტრი, პაატა დავაძე, პაატა აროშიძე 1000 ლარი, ზურა ძიძიგური 2000 ლარი, დავით ინჯია 1000 ლარი, ვინმე არ გამომრჩეს, ლერი ტყებუჩავა, მრავალი 5 ლარის გადამრიცხავი, 30 ლარის და ასე შემდეგ. სულ შეგროვდა 6 ათასი დაახლოებითბით, რომელმაც მოგვცა აქ სწრაფად გადმოფრენის საშუალება ოჯახს, ეს კი სასიციცხლო აღმოჩნდა. ერთი სული მაქვს, კარგად რომ გავხდები პირადად შეგხვდეთ, გადაგეხვიოთ და მადლობა გითხრათ. ბევრი ადამიანი შეიძლება გამომრჩა კოდეც. ეს არ არის სრული სია. ბოლოს კი გეტყვით ასე გაჭირვებულებს, კუს ტბის კაფე lake view bar & Lounge-მა საქველმოქმედო კონცერტიდან 5000 ლარი მოგვპარა უტიფრად ამ გაჭირვებულ ხალს. იჯარის ამხელა თანხა გამოგვართვა. როგორ ცხოვრობენ ესეთი ხალხი ყოველდღე თავიანთი შვილების მაინც არ ცხვენიათ. ჩემთვის ფული კი არა, ხომ ხედავთ მხოლოდ მგზავრობის ფული შეგროვდა, მთავარი ჩემი უბრალო ხალხის ალალი სიყვარული იყო ფრთების შემსხმელი, ღმერთმა თქვენი ოჯახი ააშენოს და გააძლიეროს, მადლობა. გთხოვთ შეწყვიტეთ ფულის გადარიცხვა...
უზომო მადლობა!"


წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions