"კონსტიტუციაში საგარეო კურსის ჩაწერა გაუმართლებელია პოლიტიკური თვალსაზრისით" - ზვიად ტომარაძე
- 12.08.2016, 21:44,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
"საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების" ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
"დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ კონსტიტუციაში საქართველოს საგარეო ევროატლანტიკური კურსი ჩაიწეროს.
1. კონსტიტუცია არის გრძელვადიანი დოკუმენტი და მასში საგარეო კურსის ჩაწერა დაუშვებელია, რადგან არავინ იცის რა სიტუაცია იქნება მსოფლიოში მაგალითად 5 წლის შემდეგ.
2. საქართველოს პარლამენტმა ნაციონალური მოძრაობის ინიცირებით 2016 წლის 15 ივნისს მიიღო რეზოლუცია ევროატლანტიკურ ინტეგრაციის თაობაზე და რა აუცილებლობას წარმოადგენს მისი კონსტიტუციაში ჩაწერა? ახლახანს სწორედ რესპუბლიკელები არ ამბობდნენ ქორწინების საკითხზე, სამოქალაქო კოდექსში ხომ არის ჩანაწერი და რა საჭიროა ამაზე რეფერენდუმის გამართვაო?
3. 2013 წელს კონსტიტუციაში საგარეო კურსის ჩაწერა ნაციონალებს სურდათ და მათ საკონსტიტუციო კანონპროექტს მაშინ ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა, მათ შორის რესპუბლიკელებმაც. აბა ახლა რა შეიცვალა?
4. კონსტიტუციაში საგარეო კურსის ჩაწერა გაუმართლებელია პოლიტიკური თვალსაზრისით, ანუ ამით დასავლეთისგან ვერაფერს მივიღებთ, ხოლო ამით გაღიზიანებული რუსეთის მხრიდან კიდევ ახალ "სიურპრიზს" უნდა ველოდოთ."
скачать dle 11.0фильмы бесплатно