Coloring Pages Reddit Video Downloader
 

საქართველოში პირველად შეიქმნა გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა

 საქართველოში პირველად შეიქმნა გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა
საქართველოში პირველად შეიქმნა გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი განმარტებით სამაგისტრო პროგრამა „გარემოს დაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა“ არის ქვეყნის განათლების სისტემისათვის ახალი მიმართულება, რომლის უმთავრესი მიზანია გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება.

„ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია გარემოს დაცვა. გარემოს დაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის მიმართულებით ეს არის პირველი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი ძალისხმევით. GIZ–ი აფინანსებს 90%-მდე აღნიშნული პროგრამის საფასურის. მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის,“– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions