გიორგი კვირიკაშვილი: ვმუშაობთ პროგრამაზე, რომელიც პენსიონერებზეა გათვლილი
- 07.08.2016, 20:11,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
ვმუშაობთ პროგრამაზე, რომელიც პენსიონერებზეა გათვლილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნიკორწმინდაში განაცხადა. მისი თქმით, პროგრამა საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებისთვის გულისხმობს, რომელიც პენსიონერებს დაასაქმებს.
”ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არც პენსიის და არც სოციალური შეღავათების მოხსნას. ეს არის დამატებით შემოსავალი იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება და პოტენციალი, თუნდაც მცირე მასშტაბით გამოიყენოს ეს და შესძინოს თავისი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას. ამ პროგრამას ერქმევა "ცხოვრება გრძელდება" და ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება მისი პრეზენტაცია. ამაზე მუშაობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო და ასევე ფინანსთა სამინისტრო.
დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება, ვინაიდან ბევრ ადამიანს მიეცემა ცხოვრების ხალისი და ვფიქრობთ, ის პოტენციალი, რომელიც უფროს თაობაშია შესაძლებელია უფრო კარგად გამოვიყენოთ",- განაცხადა კვირიკაშვილმა.
წყარო: sazogadoeba.geскачать dle 11.0фильмы бесплатно