"ხანძრის გაჩენის შემდეგ ნაცები ახალ დივერსიას ამზადებენ საქართველოში" - ტრისტან წითელაშვილი
- 04.09.2017, 22:25,
- საზოგადოება / სლაიდი
- 0
"
ძალიან სამწუხაროა ის,რაც ხდება დღეს საქართველოში. მე დღეს მაკედონიაში ვიმყოფები და აქედან ვადევნებ თვალს საქართველოში შექმნილ ეკოლოგიურ კატასტროფულ მდგომარეობას და იმ განცხადებებს,რომელიც კრიმინალური დაჯგუფება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ისმის: ხან ხელისუფლებას ადანაშაულებენ ,ხან რუსეთისკენ იშვერენ ხელს, ვითომ თურმე ეს ხანძარი რუსეთმა იმიტომ გააჩინა, შემდეგ პუტინს დახმარება,რომ შემოეთავაზებინაო, საოკუპაციო ზოლთან იმიტომ გააკეთა ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებიო პუტინს ხანძრის გაჩენა ქონდა დაგეგმილიო და რამდენი ერთი სულელური და არაადეკვატური განცხადებების მოსმენა უხდება საქართველოს მოსახლეობას ნაცების მხრიდან.სხვათაშორის, ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები მარნეულშიც გაკეთდა, გარდაბანშიც, შირაქის სახნავ-სათეს ფართობებზე და საერთოდ ყველგან,სადაც ხორბლისა და შვრიისთვის განკუთვნილი მიწებია. ისე კი ყოჩაღ პუტინს, საქართველოში ხანძარ საწინააღმდეგო ხნულების კეთებით, რომ არის დაკავებული.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამ განცხადებებით ცდილობს სამართალდამცავ ორგანოებს გზა-კვალი აურიოს,რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით წარიმართოს. მე კი მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, ხანძრის გამცენები და ქვეყნის გამანადგურებლები „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეძებონ, მათ არაერთი საბოტაჟი და დივერსიული ქმედებები ჩაუდენიათ ჩვენს ქვეყანაში, რომლის შესახებაც მე ინფორმაცია ტელევიზიის და პრესის საშვალებით მიმიწოდებია მოსახლეობისთვის. შორს ნუ წავალთ, გასაგებია ყველასათვის ამ წლების მანძილზე რა დივერსიულ თუ საბოტაჟურ ქმედებებს ჩადიოდნენ, ამისათვის კი წაახალისეს და ნაცების ხროვა ისევ პარლამენტში დაგვისვეს.სულ ახლახანს, რამდენიმე თვის წინ ბათუმში განხორციელებული არეულობის მოწყობის მცდელობები ნაცების მხრიდან და შემდგომი მაშტაბური ქმედება ხანძრის მასიური გაჩენა საქართველოში, ეს იქნება ტყეები, მინდვრები, სავაჭრო ობიექტები... თუ ამ ორგანიზებულ კრიმინალურ ბანდას არ დასჯით, სულ მალე სახელმწიფო სტრატეგიულ ობიექტებზე გადავლენ და მერე ნახავთ, რაც მოხდება. ნაციონალები ხელისუფლებაში მოსვლისათვის მზად არიან მთელი საქართველო გადაწვან. ისინი კიდევ უფრო ცუდი საქმისათვის ემზადებიან და მიხედეთ მათ სანამ გვიან არ არის!" - აცხადებს სამხედრო ექსპერტი
ტრისტან წითელაშვილი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно