Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ვრცელი სიუჟეტი - რამდენად სახიფათოა "ლუგარის" გასაიდუმლოებული ლაბორატორია? (ვიდეო)

ვრცელი სიუჟეტი - რამდენად სახიფათოა "ლუგარის" გასაიდუმლოებული ლაბორატორია? (ვიდეო)


თბილისში, აეროპორტთან არსებული "ლუგარის" სახელობის ლაბორატორიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვებია. მასმედიაში მრავალი სტსტია დაიბეჭდა, თუმცა ლაბორატორიის საკითხი ძირეულ შესწავლას მოითხოვს, რადგან მის მახლობლად არსებულ დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა აშკარად უკმაყოფილოა.

ადამიანები ჯანმრთელობას უჩივიან, ონკოლოგიის მაჩვენებელი თბილისის სხვა უბნებთან შედარებით ბევრად მაღალია, მოსახლეობის განცხადებით ლაბორატორიიდან ამომავალი კვამლი და ასევე კანალიზაცია წამლავს მიმდებარე ტერიტორიას. ე.წ. "ალექსეევკა"-ში მაცხოვრებლებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს ლაბორატორიის დახურვის მოთხოვნით, თუმცა ამას არავითარი რეაგირება არ მოყოლია.

გთავაზობთ "პატრიოტი TV"-ს სიუჟეტს, სადაც ლაბორატორიის ნეგატიურ გავლენასთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი , ასევე მოისმენთ ამერიკელი ექსპერტის ჯეფრი სილვერმანის და იურისტის შეფასებას არსებულ პრობლემებზე.



სიუჟეტის გარდა, "ლუგარის" ლაბორატორიასთან დაკავშირებით ასევე გთავაზობთ ქართული მედიიდან მიღებულ ინფორმაციას:

"საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის სამინისტროებს შორის 2002 წელს გაფორმდა შეთანხმება “ტექნოლოგიისა და პათოგენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც უკავშირდება ბიოლოგიური იარაღის განვითარებასა და ამ სფეროში ინფორმაციის გაუვრცელებლობას”. შემდგომში ამან განსაზღვრა ორ ქვეყანას შორის ამ სფეროში თანამშრომლობა და 2011 წელს თბილისთან, საერთაშრისო აეროპორტთან ახლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია) შეიქმნა. ამ წლების განმავლობაში აღნიშნული ცენტრის ასაგებად ამერიკულმა მხარემ, სხვადასხვა ინფორმაციით, $300 მილიონამდე ჩადო. თავად ცენტრს ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის სახელი ეწოდა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის შექმნასა და განვითარებაში.

ვრცელი სიუჟეტი - რამდენად სახიფათოა "ლუგარის" გასაიდუმლოებული ლაბორატორია? (ვიდეო)

ლაბორატორიის გახსნა ზარ-ზეიმით აღნიშნა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ობიექტის მუშაობა საზოგადოებისგან დახურულ რეჟიმში წარიმართა. ლაბორატორია ვანო მერაბიშვილს დაექვემდებარა ჯერ შს მინისტრის, შემდეგ კი პრემიერის რანგში. გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წლამდე ლაბორატორიაში არც ერთი ქართველი მეცნიერი არ შესულა და დღემდე უცნობია, რა კვლევები ტარდებოდა იქ, ან საერთოდ მოქმედებდა, თუ არა ობიექტი.

2012 წლის ბოლოს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისა და კოალიაცია “ქართული ოცნების” მოსვლის შედეგად, ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა. მაშინ დღის წესრიგში “ლუგარის ლაბორატორიის” დახურვის საკითხი დადგა. თუმცა, ან ამერიკული მხარის ჩარევის, ან საკითხის დეტალურად განხილვის შედეგად, 2013 წლის 7 მაისს, საქართველოს მთავრობის № 422-ე განკარგულებით, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი დაიხურა, ხოლო მთელი მისი ქონება გადაეცა ლ.საყვარელიძის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური საქმეების სამინისტროში ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა.

ლაბორატორიის ქონება აშშ-ს კუთვნილებად რჩებოდა, მაგრამ, როგორც ოფიციალური ინფორმაციით ვგებულობთ, 2015 წლის ბოლომდე ყველა იურიდიული პროცედურის გავლით ქონება ქართულ მხარეს გადასცეს. მართალია ამერკული მხარე ლაბორატორიის დაფინანსებას კვალაც განაგრძობს, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ლაბორატორიას სახელმწიფო ბიუჯეტიც აფინანსებს, ხოლო 2018 წლიდან საქართველოს მთავრობა მთლიანად იქნება პასუხისმგებელი ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებასა და ფუნქციონირებაზე.

ვრცელი სიუჟეტი - რამდენად სახიფათოა "ლუგარის" გასაიდუმლოებული ლაბორატორია? (ვიდეო)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღძვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, ლუგარის ლაბორატორია არის ბიოუსაფრთხოების ე.წ. მესამე დონის ლაბორატორია (საქართველოში და რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაღალი დონის), სადაც არსებობს საშუალება ბიოსამედიცინო სფეროს ყველა მიმართულებით ჩატარდეს კვლევები, ეს არის ვირუსულოგია, მიკრობიოლოგია, ქსოვილოვანი კულტურები.

“საქართველოში პირველად არის შესაძლებელი გენომის კვლევა, მათ შორის, როგორც ვირუსების, ისე მომავალში ადამიანის გენის კვლევაც მოხდება. ამ ლაბორატორიაში შესაძლებელია იმ დაავადებების კვლევაც, რომლებიც ცხოველებიდან ადამიანზე გადადის. ასევე განსაკუთრებით საშიში ინფექციების კვლევა, რადგან მთელს რეგიონში. ლაბორატორიას აქვს საშიში პათოგენების საცავი, სადაც 70 წლის განმავლობაში აღმოჩენილი შტამები ინახება”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე და ადასტურებს, რომ ლაბორატორიას აქვს მცირე ზომის ცხოველებზე ახალი მედიკამენტების გამოცდის შესაძლებლობაც."

ვრცელი სიუჟეტი - რამდენად სახიფათოა "ლუგარის" გასაიდუმლოებული ლაბორატორია? (ვიდეო)

ლაბორატორიასთან დაკავშირებით ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეფრი სილვერმანის მიერ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულმა ინტერვიმ. კერძოდ, სილვერმანმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ მსგავსი ლაბორატორიების შექმნა მიზნად ისახავს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციისთვის გვერდის ავლას. „ლუგარის ლაბორატორია აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. ბომბების ჩატვირთვასა და იქიდან ვირუსების სხვა ობიექტებზე გადატანას დიდი დრო არ დასჭირდება,“ – განაცხადა მან.

წყარო:
скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions