დაკავებული „ქართული მარშის“ 8 წევრის გათავისუფლების მოთხოვნით „რუსთავი2“-ის შენობასთან რამდენიმე პოლიტიკური პარტიის და არასამთარვობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა განცხადება გააკეთეს და საზოგადოებას პეტიცია გააცნეს, სადაც აღნიშნულია, რომ დაკავებული პირები არიან უდანაშაულოები და პოლიტიკური პატიმრები. არ დაურღვევიათ კანონი ისე, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო. ასევე, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.