Coloring Pages Reddit Video Downloader
 

"საქართველო და რუსეთი მოკავშირეები უნდა იყვნენ" - გიორგი ირემაძე

"საქართველო და რუსეთი მოკავშირეები უნდა იყვნენ" - გიორგი ირემაძე


ინტერვიუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის "საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის" თავმჯდომარესთან გიორგი ირემაძესთან.

-მოგესალმებით ბატონო გიორგი, თქვენ 5 წელზე მეტია ხელმძღვანელობთ ინტერნეტ ტელევიზია „პატრიოტი ტვ“-ს, ახლახანს კი დააარსეთ ახალგაზდური ორგანიზაცია „საქართელოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირი“, რა მიზანს ემსახურება ორგანიზაცია და საინტერესოა თქვენი სამომავლო გეგმები.

- გამარჯობა, გმადლობთ, რომ დაინტერესდით. დიახ, უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობ საინფორმაციო მიმართულებით, იმ მიზნით, რომ კიდევ ერთი ობიექტური საინფორმაციო რესურსი არსებობდეს ქართულ მედიაში და ამ მხრივ „პატრიოტი TV“ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ჩვენ ვაშუქებთ საზოგადოებისთვის ყველა საინტერესო მოვლენას, ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა მხარს უჭერს ქართულ-ეროვნულ იდეოლოგიას, მართლმადიდებლობას, ტრადიციებს და კულტურას, ასევე ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების პროცესის გაშუქებაა.

რაც შეეხება ორგანიზაციას, რომლის შექმნის იდეა დიდი ხანია მქონდა და წელს თანამოაზრეებთან ერთად დავაარსეთ „საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირი“. სახელწოდებიდან გამომდინარე, ცხადია, ორგანიზაცია არის საქართველოს „ევრაზიულ კავშირში“ ინტეგრაციის მომხრე, ეს ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია და ამ პროცესში ახალგაზრდების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვგეგმავთ „ევრაზიული კავშირის“ წევრი ქვეყნების ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს, მონაწილეობა მივიღოთ ფორუმებში და ღონისძიებებში, იგულისხმება საგანმანათლებლო, კულტურული, მედია და დიპლომატიური ღონისძიებები, რომლებიც ხშირად იმართება რუსეთში, ყაზახეთში, ბელორუსიაში და ა.შ.

-რატომ მიგაჩნიათ, რომ საქართველოსთვის სასარგებლო იქნება „ევრაზიულ კავშირში“ ინტეგრაცია, კერძოდ რუსეთთან დაახლოება რას მოგვიტანს?

-მე ვთვლი, რომ ჩენი ქნეყნისთვის აუცილებელია ურთიერთობების დარეგულირება რუსეთთან, ამ საკითხზე ბევრი მითქვავს და დამიწერია, მთავარი არგუმენტი კი ის არის, რომ საქართელო და რუსეთი ისტორიული მეზობლები და მოკავშირეები იყვნენ, ამაში, რომ დარწმუნდეს ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ოპონენტი, საკმარისია ისტორიის წიგნი გადაშალოს და საქართველოს ისტორიის ბოლო 200 წლის მოვლენებს გადახედოს, დიახ, საქართველო და რუსეთი ბოლო ორასი წლის განმავლობაში ერთ სახელმწიფოში თანაარსებობდნენ, საერთო მტრებს გაერთიანებული ძალებით ვებრძოდით და ამის წყალობით ქართველი ერი გადარჩა, ეს ფაქტია. ამიტომ, აუცილებლად მიმაჩნია, რომ უმოკლეს დროში დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი ჩვენს მართლმადიდებელ მეზობელთან და არსებული ყველა პრობლემა განვიხილოთ, მხოლოდ დიალოგით მივაღწევთ ჩვენთვის სასურველ ეფექტს, პირველ რიგში ვგულისხმობ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებს. აქ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ითქვას, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს საქართველოს, როგორც ერთიან, ძლიერ მოკავშირეს და თუ ჩვენთვის ეს მისაღები იქნება, ამ შემთხვევაში დაგვეხმარება, რომ აფხაზ და ოს ძმებს დაველაპარაკოთ, შედეგად კი დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ. ეს პროცესი, რომ დაიწყოს, ამისათვის საჭიროა, კიდევ ვიმეორებ, რუსეთთან დიალოგი სახელმწიფო მეთაურების დონეზე, პარალელურად კი უნდა მოხდეს „ევრაზიულ კავშირში“ ინტეგრაცია, ეს ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც გამართლებულია, ქართული პროდუქციისთვის ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ბაზარი უფრო ადვილი ასათვისებელია, ვიდრე ევროპის ან ჩინეთის ბაზარი. ხოლო პოლიტიკური კუთხით, საქართველო გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე უნდა იყოს ან ნეიტრალური, ან რუსეთის მოკავშირე, ყოველ შემთხვევაში არ უნდა იყოს მასთან კონფრონტაციაში, ამაში ყველა ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტოლოგი და ექსპერტი თნხმდება, ხომ ასეა? მითუმეტეს, არაერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს კრიტიკულ სიტუაციაში ე.წ. დასავლელი პარტნიორები და „მოკავშირეები“ არ დაეხმარნენ, ისე, როგორც ელოდა ქართველი ხალხი. ილუზიები არ უნდა გვქონდეს, აუცილებელია გონივრულად შეფასდეს დღევანდელი პოლიტიკური ვითარება, მოკავშირე უნდა ვეძებოთ ჩრდილოეთით და არა დასავლეთით.

-გასაგებია თქვენი პოზიცია, ბოლო დროს ხშირად იმყოფებოდით რუსეთში, შეგიძლიათ გვითხრათ რა პროცესები მიდის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში და რა განწყობაა საქართველოს მიმართ?

-ჩვენი ქვეყნის და ქართელების მიმართ რუსეთში დამოკიდებულება დადებითია, რუსი ხალხი ქართველებს დიდ პატივს ცემს და მეგობრულად გვიყურებენ. პოლიტიკური კუთხით კი დღეისათვის რუსეთში საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესებია, დასავლეთის სანქციების მიუხედავად ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა, ბოლო 4 წლის განმავლობაში რუსეთში გაიმართა ისეთი მაშტაბური ღონისძიებები, როგორიც არის ოლიმპიადა და მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი, რაც იმაზე მითითებს, რომ ქვეყნის პრესტიჟი და ავტორიტეტი მსოფლიო მაშტაბით მაღალია.

რაც შეეხება ჩემს ვიზიტებს რუსეთში, მე ძირითადად ფორუმებში და ღონისძიებებში ვღებულობ მონაწილეობას, რაც ძალიან მეხმარება იმაში, რომ უფრო აქტიურად ჩავერთო ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების პროცესში, ეს ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

-ახლახანს იყავით ყირიმში, რომელიც სანქციების ქვეშ არის, რა იყო თქვენი ვიზიტის მიზანი?

კი, მე აგვისტოს დასაწყისში ყირიმში ვიყავი ერთკვირიანი ვიზიტით, სადაც გაიმართა საერთაშორისო ფორუმი „ტავრიდა“, რომელსაც დავესწარი და წარვადგინე ძალიან საინტერესო პროექტი, ამ პროექტზე დიდი ხანია ვმუშაობდი, საუბარია ქართულ-რუსული ისტორიულ მოვლენებზე და საინტერესო ფაქტებზე, კულტურულ და რელიგიურ თანხვედრაზე, ქართველი და რუსი ხალხის მეგობრობაზე დოკუმენტური ფილმის გადაღება, ეს იქნება საკმაოდ მაშტაბური პროექტი და მინდოდა ეს რუს კინომატოგრაფებს ენახათ, რისი საშვალებაც ზუსტად ფორუმ „ტავრიდაზე“ მომეცა, სადაც შევხვდი ნიკიტა მიხალკოვის აკადემიის წარმომადგენლებს და განვიხილეთ ფილმის დეტალები, ვფიქრობ უახლოეს მომავალში პროექტით ბევრი საინტერესო ადამიანი დაინტერესდება, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში და ერთობლივი ძალებით კეთილი საქმე გაკეთდება.

ყირიმში ყოფნისას, საშვალება მომეცა გავცნობოდი სიტუაციას, რაც საინტერესო იყო იმის ფონზე, რომ 2014 წლის რეფერენდუმის შემდეგ, როცა ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილების შედეგად ყირიმი გამოეყო უკრაინას და შეუერთდა ისტორიულ სამშობლოს, რუსეთს და ეს მოხდა საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით, მაგრამ დასავლეთი უკვე 4 წელია ჩვეულ რეჟიმში „აღშფოთებულია“ და სანქციების კასკადს არ აქვს დასასრული. გულწრფელად ვიტყვი, რომ იქ უბრალო და თბილი ხალხი ცხოვრობს, ძირითადად რუსები, რომლებსაც სანქციების არსებობა არც კი ემჩნევათ, ჩვეულებრივი რითმით მიდის ცხოვრება, მაგალითად, ქალაქი სევასტოპოლი და სიმფერეპოლი ძალიან ლამაზია, დამსვენებლები და ტურისტებიც საკმაოდ ბევრი იყო, ზოგადად ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა, ვფიქრობ, ყირიმში დასვენებლებიც და საქმიანი ვიზიტით ჩასვლელიც კმაყოფილი დარჩება.

სევასტოპოლში საინტერესო ხალხს შევხვდი, რაც მთავარია ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც საკუთარ რესტორანშიც დამპატიჟეს და კარგადაც ვიქეიფეთ. მნიშვნელოვანია ის, რომ ყირიმში ქართველების და ზოგადად ეთნიკური უმცირესობების უფლებები არ ირღვევა, ჩვენი თანამემამულეები კარგად გრძნობენ იქ თავს, მაგრამ საქართველო ენატრებათ, როგორც ყველას. ასევე შევხვდი ბერძნული დიასპორის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და МГУ-ს ფილიალის დირექტორს ივან სერგეევიჩ კუსოვს, რომელთანაც საინტერესო საუბარი შედგა საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით.

ყირიმში ჩემი ვიზიტი საბოლოო ჯამში ძალიან ნაყიფიერი იყო, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და რაც მთავარია ჩემი პროექტის სასტარტო პროცესი დაწყებულია და უახლოეს მომავალში ველოდები საინტეერსო სიახლეებს. აღსანიშნავია, რომ შარშან საქართველოდან 80 ახალგაზრდა გვყავდა სოჭში „საერთასორისო ახალგაზრდულ ფესტივალზე“, სადაც 25 000 ახალგაზრდა იყო მთელი მსოფლიოდან, მათ შორის ამერიკიდან და ევროპიდან. ფესტივალი მაღალ დონეზე ჩატარდა და ქართველი ახალგაზრდები ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ, ასე, რომ ევრაზიული კავშირის ქვეყნებთან ინტეგრაცია აუცილებელია, რაშიც ჩვენი ორგანიზაცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ამ მიმართულებით, სამომავლოდ სერიოზული პროექტები იგეგმება და იმედია ქართველი ახალგაზრდების მხირდან დიდი ინტერესი იქნება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაწევრიანდეს „საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირში“, ჩვენი კარი მუდამ ღიაა.


ესაუბრა დავით სულაბერიძე.скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions