"მიმდინარეობს ინფორმაციული ომი, რათა არ დაუშვან მათთვის არასასურველი ინფორმაციის გაშუქება საქართველოში"
პორტალი "პოლიტიკანოს" ხელმძღვანელის გიორგი მდივანის აზრით, "რუსული პროპაგანდა" არის დასავლური ელიტების ცენტრისტების მოგონილი ტერმინი, რათა გადაფარონ მათთვის არასასურველ ინფორმაციის გაშუქება.
როგორც გადაცემა "პანორამაში" გიორგი მდივანმა განაცხადა, საქართველოში რუსული პროპაგანდის კვლევებს აფინანსებს USAID, რომელიც არის ფედერალური სააგენტო, უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი და ის აფინანსებს თავის ინტერესებში არსებულ სფეროებს.
"ქვეყანა, სადაც ჯულიან ასანჟზე არის გამოცხადებული ნადირობა, ის ქვეყანა როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა მიიჩნიოს მედიის მხარდამჭერად. მიმდინარეობს ინფორმაციული ომი, რათა არ დაუშვან მათთვის არასასურველი ინფორმაციის გაშუქება საქართველოში. ეს იქნება კრიტიკული დამოკიდებულება ნატოს მიმართ, ევროკავშირის მიმართ", - განაცხადა გიორგი მდივანმა.