Coloring Pages Reddit Video Downloader
 

გიორგი მარგველაშვილი ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდება

გიორგი მარგველაშვილი ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდება. შეხვედრა ხვალ გაიმართება.


„პრეზიდენტი საინიციატივო ჯგუფის წევრებს ხვალ შეხვდება. ბუნებრივია, გიორგი მარგველაშვილი რეფერენდუმთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებს", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად 30 ივლისს პრეზიდენტს გადაუგზავნა.


საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: - "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?".


კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს. ამ 30 დღის განმავლობაში მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის ან რეფერენდუმზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ. პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.

წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions