Coloring Pages Reddit Video Downloader
 

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით


“ცოტა აირი, ბევრი უკანალი”
მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში ე.წ. შიშველი ველორბოლა გაიმართა
ამა წლის 11 ივნისს მსოფლიოს რამდენიმე დიდ ქალაქში მოძრაობა World Naked Bike Ride-ს ორგანიზებით გაიმართა მასობრივი ველორბოლა, რომლის მიზანი იყო ნავთობპროდუქტებზე ადამიანის დამოკიდებულების წინააღმდეგო ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენების პროპაგანდა.



შიშველი ადამიანების ველორბოლის მოწყობის იდეა ეკუთვნის კანადელ აქტივისტ კონრად შმიდტს. პირველი ასეთი ველორბოლა კი 2004 წელს გაიმართა და მსოფლიოს 28 ქალაქში ჩატარდა. მას შემდეგ ეს ე.წ. შიშველი ველორბოლა ყოველწლიურად ტარდება და, როგორც ჩანს, უშედეგოდ _ კაცობრიობა მაინც დიდად არის დამოკიდებული ნავთობზე და ეკოლოგიისთვის მავნე სხვა პროდუქტებზე. ქუჩაში უტანსაცმლოდ გამოვარდნის მსურველთა რაოდენობამ კი მოიმატა, მათ შორის ბევრია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი.

ფრანგული ენის განმარტებით ლექსიკონში ცნება “ქორწინება” შეცვალეს

ფრანგული ენის ახალ განმარტებით ლექსიკონ Le Petit Robert-ში ცნება “ქორწინება” ახლებურად არის განმარტებული.

ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წიგნში, რომელიც უკვე გამოჩნდა მაღაზიების დახლებზე, ცნება “ქორწინება” ასეა განმარტებული: “კანონიერი კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის, ზოგიერთ სამართლებრივ სისტემაში კი _ ერთი და იმავე სქესის ორი ადამიანის”. ეს დაზუსტება ახლა ძალიან აქტუალურია საფრანგეთში, სადაც ამოქმედდა კანონი, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს უფლებას აძლევს, იქორწინონ და ბავშვიც იშვილონ.

ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების ლეგალიზება პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის წინასაარჩევნო დაპირება იყო. მანამდე საფრანგეთში დაშვებული იყო ჰომოსექსუალების ე.წ. სამოქალაქო კავშირები, მაგრამ ფრანგმა სოციალისტებმა გეებისა და ლესბოსელების ქორწინება დააკანონეს და მათ ბავშვის შვილად აყვანის ნებაც დართეს.



კონჩიტას შვილი მოუნდა

რამდენიმე წელიწადია, “ევროვიზია-2014”-ის წვეროსანი გამარჯვებული დაქორწინებულია ბურლესკის (თეატრალური ეროტიული სანახაობა) მოცეკვავე ჟაკ პატრიაკზე. წყვილი პარიზის ცენტრში მდებარე მყუდრო ბინაში ცხოვრობს, მაგრამ სრული ბედნიერებისთვის პატარა აკლიათ.

“განა შეიძლება ადამიანი გაკიცხო იმის გამო, რომ მამაკაცად დაიბადა, მაგრამ თავს კომფორტულად გრძნობს, როგორც ქალი?! მშობლებს თავდაპირველად არ ესმოდათ ჩემი. ახლა კი 150 პროცენტით მიჭერენ მხარს. მოხარულნი არიან, რომ ჰყავთ ქალიშვილი, რომელზეც, დიდი ხანია, ოცნებობდნენ”,_ განაცხადა კონჩიტა ვურსტმა (ნამდვილი სახელი ტომ ნოივირტი).

ჰომოსექსუალი წყვილი ტომი და ჟაკი ოცნებობს ქალიშვილზე. ამბობენ, რომ ოჯახში ბევრი ბავშვი უნდა იყოს და იმედოვნებენ, რომ მედიცინა არნახულად განვითარდება და მათ ბუნებრივი გზით გაუჩნდებათ შვილი(?).



ყოფილი გეი ქალზე დაქორწინდა

ყოფილი გეი აქტივისტი მაიკლ გლატცი, ჟურნალ Young Gay America-ს დამფუძნებელი და ყოფილი რედაქტორი, რომელმაც 2007 წელს ქრისტიანული სარწმუნოება მიიღო, ქალზე დაქორწინდა.

გლატცის ქორწინებამ გეების გაკვირვება გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ქრისტიანად მოინათლა, გლატცმა გადაწყვიტა, წასულიყო ჟურნალიდან და კომპიუტერის მონიტორზე დატოვა ბარათი წარწერით: “ჰომოსექსუალიზმი _ ეს არის სიკვდილი, მე ვირჩევ სიცოცხლეს”. მან, აგრეთვე, დაწერა სტატია, როგორ შეცვალა ღმერთმა.

გლატცის გარდაქმნის გამო, გეების უფლებათა დამცველებმა უკმაყოფილება ვერ დამალეს. უეინ ბესენმა, Truth wins Out-ის დამუძნებელმა, გლატცის ქორწინების შემდეგ თავის საიტზე გამოაქვეყნა შეურაცხმყოფელი და დამცინავი სტატია გლატცსა და მის ცოლზე. საპასუხოდ, გლატცმა World Net daily-ში გამოაქვეყნა მიმართვა ყველა გეისადმი, რომელშიც ამბობს, რომ ქორწინების შემდეგ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა და ბედნიერია, ხოლო “ჰომოსექსუალიზმი მავნე, მანკიერი გადახრაა, მაგრამ მისგან სრულად გათავისუფლება და განკურნება შეიძლება”.

შეშლილი ერეტიკოსები. კანადის ანგლიკანურმა ეკლესიამ პედერასტების ქორწინება დააკანონა

კანადის ანგლიკანურმა ეკლესიამ თავდაპირველად უარი თქვა ერთნაირსქესიანთა ჯვრისწერაზე, მაგრამ შემდეგ მაინც დათანხმდა. ერთი და იმავე სქესის პირთა ჯვრისწერაზე უარის თქმის შესახებ კანადის ანგლიკანური ეკლესიის გენერალური სინოდის ჩატარებიდან მეორე დღეს მისმა მონაწილეებმა მაინც მიიღეს გადაწყვეტილება, ჯვარი დაწერონ ჰომოსექსუალ წყვილებს, იუწყება The Guaralian-ი.

ამრიგად, ამ საკითხში ეკლესიური სამართალი ახლა სრულიად შეესაბამება სამოქალაქო კანონმდებლობას. კანადის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2005 წელს დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინება.

მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მედიაგამოცემები წერენ, რომ კანადის ანგლიკანური ეკლესიის გავლენიანი სასულიერო პირები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას უმცირესობაში აღმოჩნდნენ და რომელთა მრევლის რაოდენობა დაახლოებით 1,6 მილიონია, ჰომოსექსუალების ჯვრისწერის დაკანონების წინააღმდეგნი არიან.

გერმანიაში მოსწავლეებმა სექსუალური სცენები უნდა გაითამაშონ

ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის რეგიონში (გერმანია) სასწავლო პროექტ “მრავალფეროვნების სკოლის” ფარგლებში ახალი ინიციატივის განხორციელებას აპირებენ, _ იუწყება გერმანული გამოცემა Die Welt-ი.

ბავშვებს მოუთხრობენ ჰომოსექსუალურ ურთიერთობებზე, ტრანსსექსუალებსა და არატრადიციული სექსის სახეობებზე. ამ საკითხებზე მასწავლებლებმა მასტერკლასები უნდა ჩაატარონ, ბავშვებმა კი თეატრალური წარმოდგენები დადგან.

სასწავლო პროგრამის ავტორები მოსწავლეებს სთავაზობენ, თვალსაჩინოებისთვის გამოიყენონ ფალოიმიტატორები და სხვა ე.წ. სექსსათამაშოები.

სასცენო სიუჟეტებისთვის კი რეკომენდებულია შემდეგი თემები: ორგაზმი, სადომაზოხიზმი, ანალური სექსი, ოთახი ონანიზმისთვის.

როგორც გამოცემა იუწყება, პროგრამის მიზანია, ბავშვებს გაუღვივდეთ პატივისცემა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლების მიმართ.

ლიტვაში უარი თქვეს სიტყვებზე “დედა” და “მამა”

ევროკანონებმა, რომლებიც მიმართულია ოჯახის ნგრევისკენ, ლიტვამდეც მიაღწია. საბავშვო ბაღში შვილის რეგისტრაციისას ვილნიუსელებმა თავიანთი მონაცემები უნდა ჩაწერონ გრაფებში: “მშობელი I” და “მშობელი II”.

ვილნიუსის თვითმმართველობის ვებგვერდზე საბავშვო ბაღში შვილის რეგისტრაციის მსურველებმა თავიანთი მონაცემები უნდა ჩაწერონ არა გრაფებში “დედა” და “მამა”, არამედ გრაფებში: “მშობელი I” და “მშობელი II”, იუწყება ლიტვური ინტერნეტგამოცემა Delfi.LT.

ვილნიუსის თვითმმართველების წარმომადგენელმა, რომელიც კონსულტაციას უწევს საბავშვო ბლოგზე შვილის რეგისტრაციის მსურველებს, განაცხადა, რომ ბავშვის რეგისტრირებისთვის საკმარისია ერთ-ერთი მშობლის მონაცემებიც, რადგან არსებობენ მარტოხელა დედები და მამები, თუმცა ვერ ახსნა, ანკეტაში რატომ არ არის გრაფა “დედა”.

ვილნიუსელთა, განსაკუთრებით ქალების უკმაყოფილება გამოწვეულია იმითაც, რომ ლიტვურად სიტყვა “მშობელი” იდენტურია სიტყვისა “მამა” (tevas).

ლიტვის მშობელთა ფორუმის წარმომადგენელთა აზრით, ეს სიახლე, რომლის დანერგვასაც ვილნიუსის თვითმმარველობა ცდილობს, შემთხვევითი არ არის.

“ეს სახიფათოა, რადგან ასეთი სიახლეების მიზანი საზოგადოების თვალსაზრისის შეცვლაა ტრადიციულ ოჯახზე. ჩვენთვის ოჯახი და ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა, სადაც იზრდებიან ბავშვები და არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლები რატომ გვახვევენ თავს თავიანთ თვალსაზრისს?” ეს არის სხვა მსოფლმხედველობის ძალადობრივად თავსმოხვევა, რომელიც არღვევს ტრადიციული ორიენტაციის ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს. გამოდის, რომ დედას არ შეიძლება ვუწოდოთ დედა. მაშინ ბარემ პორნოგრაფია და ზოოფილიაც დავაკანონოთ!” განაცხადა ლიტვის მშობელთა ფორუმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რონალდას იანჩიაუსკასმა.

თუმცა არც ზოოფილიისა და პორნოგრაფიის დაკანონებაა შორეული პერსპექტივა. მაგალითად, როგორც გავლენიანი ნორვეგიული გაზეთი VG იუწყება, დანიელებს უკვე აქვთ ბორდელი ზოოფილებისთვის, სადაც 500-1000 კრონად შეიძლება ცხენის დაგირავება ინტიმური ურთიერთობისთვის. ამ ბორდელის ხშირი სტუმრები დანიელებთან ერთად არიან შვედები, ნორვეგიელები, ჰოლანდიელები და გერმანელებიც.



ნორმალური ოჯახის შვილები პედერასტების წყვილს გადასცეს აღსაზრდელად

შვილები რუმინელების ოჯახისა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მშობლებს შორის წარმოქმნილი უთანხმოების გამო, ბრიტანულმა სასამართლომ ჰომოსექსუალ წყვილს გადასცა.

ლონდონში მცხოვრები რუმინელი წყვილის ფლორინ ბარბუსა და კლავდია რაკოლტას შვილები 8 წლის დიანა და 5 წლის ენდი _ ბრიტანეთის სასამართლომ ინგლისელ ჰომოსექსუალ წყვილს გადასცა სამეურვეოდ.

“ინგლისის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არღვევს ბავშვების უფლებებზე შეთანხმებას, რომელიც 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო გაერომ და რატიფიცირებულია რუმინეთის მიერ 1990 წელს”, ნათქვამია რუმინეთის საპატრიარქოს განცხადებაში.

რუმინეთის საპატრიარქომ ქვეყნის ხელისუფლებას მიმართა, მოსთხოვოს ინგლისის ხელისუფლებას, გადახედოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას და მიიღოს ისეთი, რომელიც დაიცავს არასრუწლოვანი ბავშვების ფუნდამენტურ უფლებას _ აღიზარდონ ნორმალურ ოჯახში.

წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions