Coloring Pages Reddit Video Downloader
 

დაეკისრებათ თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მარგველაშვილს და პაპუაშვილს?

დაეკისრებათ თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მარგველაშვილს და პაპუაშვილს?

საკონსტიტუციო რევოლუცია ჩავარდა!
დაეკისრებათ თუ არა სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობა
რევოლუციის ინიციატორებს?


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ნათლად და არგუმენტირებულად განმარტა, თუ რატომ შეიძლება შეფასდეს საკონსტიტუციო რევოლუციად ის მოვლენები, რაც ბოლო დროს საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება და რომელთა პროვოცირებაშიც, როგორც ვოლსკი, ასევე `ქართული ოცნების სხვა ლიდერებიც, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს ადანასშაულებენ.

"ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფო კილაძემ ჟურნალისტებს გააცნო სტატისტიკა, რომელიც, პოლიტიკური საბჭოს შეფასებით, მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად იყო ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე უმცირესობის მხრიდან. `კერძოდ, თუ გადავხედავთ წინა შემთხვევებს, ძალიან ბევრი შემთხვევა, 2013-2014 წლებში შეტანილი სარჩელები დღესაც განუხილველია. ათეულობით თვე სჭირდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული სარჩელების განხილვისთვის. ძალიან ბევრი დღესაც დაუსრულებელია, ძალიან ბევრი წარმოებაშიც არ არის ჯერ კიდევ მიღებული, მაშინ, როდესაც გიგი უგულავას ორ საქმეზე სამ თვემდე ვადა დასჭირდა დაახლოებით სასამართლოს იმისათვის, რათა მიეღო გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევებში, სულ მცირე ექვსი თვე მაინც იყო საჭირო. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ `ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გარკვეულ პოლიტიკურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

კიდევ უფრო შემაშფოთებელია განცხადება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა აკეთებს. მისი თქმით, ე. წ. კაბელებისა და `რუსთავი-2~-ის საქმეებთან დაკავშირებული სარჩელები შეცვლილია: `პარასკევს შემოსული სარჩელი დაგერისტრირებული ნომრით, შაბათ-კვირას არის სხვა სარჩელით შეცვლილი და ორშაბათს წარმოებაში მიღებული. ამის შესახებ მოსამართლეებს არ შეიძლება რომ სცოდნოდათ, თუ როგორ, რატომ, ვის მიერ და რა მიზნით მოხდა ამ სარჩელების გამოცვლა. ორი სარჩელია აქ დღის წესრიგში და ორივე სარჩელთან დაკავშირებით არის ეჭვები. ვინ შეცვალა, მე არ ვიცი, ამის გამო ვიკრიბებით, რომ ეს დავადგინოთ და გადავწყვიტოთ~, _ განაცხადა ტურავამ და დაადასტურა, რომ ორ სარჩელში ე. წ. კაბელებისა და `რუსთავი-2~-ის საქმეებთან დაკავშირებულ სარჩელებს გულისხმობდა.
როგორც თვით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ამბობენ, მათზე სახელისუფლო წრეებიდან რაიმე სახის ზეწოლა არ ყოფილა ანუ გიორგი პაპუაშვილის განცხადება, თითქოს მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, სიცრუეა, სიცრუე, რომელსაც სასამართლო სისტემაში შეიძლებოდა კოლაფსური მდგომარეობა გამოეწვია.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

საინტერესოა, რა შეიძლება მოხდეს, თუ დამტკიცდა, რომ გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიზანმიმართულად ცრუობდა და რომელიღაც პოლიტიკური ძალის დაკვეთით საკონსტიტუციო რევოლუციას ამზადებდა, ამ სამზადისში კი, სავარაუდოდ, მისი მოკავშირე და თანამზრახველი ქვეყნის პრეზიდენტი იყო?
ეს ყველაფერი ხომ ძალიან ჰგავს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, თუ ჩვენთან სახელმწიფო გადატრიალება ისეთი უბრალო საქმეა, რომ ადვილად შეიძლება ჩაიფარცხოს და მიფუჩეჩდეს?

"საერთო გაზეთი"скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions