„რატომ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი ქორწინების დეფინიციის შესახებ?" - აღნიშნული სათაურით განცხადებას „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე ავრცელებს და განმარტებას აკეთებს: „1. რა არის რეფერენდუმი? რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად.
რეფერენდუმი წარმოადგენს ხალხის ძალაუფლების განხორციელების ერთ-ერთ ფორმას.
და ასევე არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, ანუ ხალხის ნების გამოხატვა.
საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 5.
1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი.2. რატომ არის საჭირო რეფერენდუმის გამართვა საკითხზე: „ეთანხმებით თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცს და ქალს შორის?ა) თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს დავაკვიდებით, ნათლად დავინახავთ რომ ბოლო 15 წლის მანძილზე 20-მდე ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა. ეს ტენდენცია მზარდია და სწრაფი ტემპებით პროგრესირებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 2015 წლის 22 მაისს ირლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველთა 62% ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა; საბერძნეთში 2015 წლის დეკემბერში საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო კანონი (193 - 56-ის წინააღმდეგ), რითაც ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობა დააკანონა (იგივე უფლებებია რაც ქორწინების შემთხვევაში, მხოლოდ სახელწოდებაში არ არის ნახსენები ქორწინება);
2015 წლის 26 ივნისს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა, ხოლო ამასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, რათა მსოფლიოში ერთსქესიანთა ქორწინებები დაკანონდეს.
როგორც ვხედავთ ისეთ ტრადიციების მიმდევარ ქვეყნებშიც კი როგორიც ირლანდია და საბერძნეთია ეს საკითხი ძალიან მარტივად „მოგვარდა". რაც შეეხება აშშ-ს, ჯონ კერის გზავნილი არ გახლავთ მხოლოდ ლიტონი სიტყვები და სერიოზული ძალის შემცველია.
ბ) ახლა დავასახელოთ რამდენიმე მაგალითი თუ როგორ დამარცხდა უკეთურობა:
ლატვიის სეიმმა 2005 წლის 15 დეკემბერს კონსტიტუციაში შესწორება შეიტანა, სადაც დააფიქსირა რომ ქორწინება არის კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის.
ხორვატიაში 2013 წლის 1 დეკემბერს ჩატარდა რეფერენდუმი შემდეგი კითხვით: „ეთანხმებით რომ ხორვატიის კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება, რის მიხედვითაც ქორწინება წარმოადგენს კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?" ხორვატიის მოსახლეობის 66,3 % უპასუხა დიახ.
2013 წლის 8 ნოემბერს ხორვატიის პარლამენტმა რეფერენდუმის შედეგები კონსტიტუციაში ასახა. სლოვენიაში 2015 წლის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 63,4%-მა უარი თქვა ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანის უფლების დაკანონებაზე. ამრიგად, პარლამენტის მიერ მარტში მიღებული კანონი ძალაში შესვლამდე გაუქმდა.
გარდა ამისა, თუ გავიხსენებთ ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ პარიზის მილიონიან მარშს (2013წ.) და ამა წლის დეკემბერში რომში გამართულ აქციას, დავინახავთ, რომ მთელი მსოფლიო ჩართულია პოლემიკაში ამ საკითხის ირგვლივ.
3. რატომ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი იმ საკითხზე, რაც ისედაც წერია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლში?
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შესულია სარჩელი მოთხოვნით, გაუქმდეს სამოქალაქო კოდექსის მუხლი კონსტიტუციასთან შეუსაბამობის გამო.
ბ) არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მომავალი პარლამენტი, არასამთავრობო გრანტებით ნაკვებ ორგანიზაციებთან ერთად, არ შეეცდება გააუქმოს სამოქალაქო კოდექსის ჩანაწერი, ხოლო როდესაც ეს საკითხი რეფერენდუმით გადაწყდება, მას ვერავინ ვერ შეეხება, რადგან მისი გაუქმება მხოლოდ რეფერენდუმით იქნება შესაძლებელი (ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ 28-ე მუხლის. მე-4 პუნქტი).
გ) კონსტიტუცია იერარქიით უმაღლესი კანონია და შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სამოქალაქო კოდექსთან და მასში არსებული ჩანაწერი (მეუღლეები) უნდა ჩასწორდეს, რისი ვალდებულებაც ექნება პარლამენტს რეფერენდუმის შედეგების გადაწყვეტილების შემდეგ.
საქართველოს ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ მუხლი 28 2. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა.
3. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები.
საქართველოს კოსტიტუცია მუხლ 6. 1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას).
4. ხომ არ ზღუდავს რეფერენდუმის საკითხი კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს?
არანაირად არ ზღუდავს, კონსტიტუციაში არსად წერია ტერმინი სექსუალური ორიენტაცია და მითუმეტეს ის, რომ ამ პირებს აქვთ ქორწინების უფლება.
ვინც მიიჩნევს, რომ სარეფერენდუმო საკითხი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, რადგან იზღუდება ლგბტ პირების კონსტიტუციური ულბებები და თავისუფლებები, პირდაპირ აღიარებს, რომ სამოქალქო კოდექსში არსებული მუხლი, ასევე წინაარმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და მის გასაუქმებლად შესაფერის დროს ელოდებიან. ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრენი არიან.
5. რატომ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი არჩევნების პარალელურად 8 ოქტომბერს?
რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვს ხარჯებს. აქედან გამომდინარე, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზნით, უმჯობესია რეფერენდუმი ჩატარდეს არჩევნების პარალელურად.
1. რუსული ნარატივი და პოლიტიკური დაკვეთა.
ერთგვარი ავადმყოფობაა ყველგან და ყველაფერში რუსული კვალის ძიება. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს რუსოფობია შეეყარა. რა კავშირშია ოჯახის საკითხის დეფინიცია რუსეთთან? ეს იმდენად უსაფუძვლო და გონებასთან მწყრალი ბრალდებაა რომ არც ღირს ამაზე საუბარი.
რაც შეეხება პოლიტიკურ დაკვეთას, ეს არის ტყუილი, რადგან ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი, ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერში მოვამზადე. კანონპროექტის ინიცირებას ქართული ოცნება სხვადასხვა მომიზეზებით არ აპირებდა. როდესაც ბ-ნი სანდრო ბრეგაძე დამიკავშირდა და მისი ორგანიზაციის მეშვეობით ჩემს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება (7 დეპუტატმა მოასწრო ხელმოწერა) დაიწყო, ამის შემდეგ ქართულმა ოცნება ამ საკითხის პარლამენტში განხილვა განახორციელა...", - ნათქვამია ტომარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно