აშშ-ს მიერ ვენესუელის ლეგიტიმური პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გატაცებასთან დაკავშირებით
გიორგი ირემაძის, პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" პოლიტსაბჭოს წევრის კომენტარი:
"2026 წელი დაიწყო იმ პროცესების გააქტიურებით, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით და ვაფრთხილებდით ყველას. კოლექტიურმა დასავლეთმა და კონკრეტულად ტრამპმა ყველას გაუქრო ილუზია ე.წ. "დემოკრატიისა" და "საერთაშორისო ნორმების" არსებობასთან დაკავშირებით! ანუ ამერიკელებმა ნადირობა გამოაცხადეს სუვერენული ქვეყნების ლეგიტიმურ ლიდერებზე, მითუმეტეს დაუცველ ქვეყნებში, რომელთაც არ აქვთ საკუთარი თავის დაცვის საშვალება და ამავე დროს აქვთ სასარგებლო წიაღისულები, ენერგომატარებლები და ა.შ. რომელიც იანკებს ძალიან ჭირდებათ და რევოლუციების ნაცვლად, პირდაპირ სპეცნაზს აგზავნიან, იჭერენ, მაგალითად ვენესუელის პრეზიდენტს, ასამართლებენ, დილეგში გამოამწყვრევენ, ვენესუელაში მოდის ვაშინგტონის მარიონეტი "პრეზიდენტი" და ამ ქვეყნის რესურსები მიდის აშშ-ში! ანუ ძალაუფლების ლეგიტიმაციის სტანდარტები შეიცვალა, თუ ამას ვინმე ჯერ კიდევ ვერ მიხვდა მე ავხსენი ძალიან მარტივად!
დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება დღევანდელ მოვლენებს გაანალიზებს და მივა იმ აზრამდე, რომ რუსეთთან დაიწყონ ურთიერთობების ნორმალიზება! კიდევ ვიმეორებ, რეგიონში უსაფრთხოების გარანტი მხოლოდ რუსეთია და საქართველოსთვის, მითუმეტეს დღეს, აუცილებელია და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოს მხრიდან რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის სრული პაკეტის არსებობას, ვგულისხმობ -
საქართველო უნდა გახდეს ОДКБ-ს და "ევრაზიული ეკონომიკური კავშრის" წევრი, თუ გვინდა, რომ ვიყოთ დაცული იმ კატაკლიზმებისგან, რაც წელს არის მოსალოდნელი! 2026 წელს დიდი ალბათობით გადაწყდება ყველა სადაო საკითხი ზესახელმწიფოების სასარგებლოდ, ანუ გავლენის სფეროები გადანაწილდება და ეს მოხდება საკმაოდ სწრაფად, თვეებზეა საუბარი და არა წლებზე. დიდი ალბათობით, დაიშლება "NATO" და ევროკავშირი, საქართველოსთვის კი აუცილებელია 78-ე მუხლის ამოღება კონსტიტუციიდან, ამისათვის კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პარლამენტსა და მთავრობაში ის კადრები, რომლებიც ახალი რეალობის შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ! ეს არის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას, რომ კოლექტიური დასავლეთმა აქ არ მოგვიწყოს "ვენესუელა" ან სხვა დესტრუქცია! ქართველი ხალხი ძალიან ბრძენია და აუცილებლად გავიმარჯვებთ!" -
გიორგი ირემაძე.
скачать dle 11.0фильмы бесплатно