პარტია "ცენტრისტების" წინასაარჩევნო კლიპმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ამ ფაქტს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ". კლიპის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაშვებამ აღაშფოთა, თვით ისეთი მძიმეწონიანი ფიგურა , როგორიც გახლავთ ქალბატონი ელისო კილაძე. არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნები" სასამართლოსაც კი მიმართა პარტია "ცენტრისტების" რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, თუმცა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე წერეთელმა აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.