ო, რიო, რიო… ოლიმპიადა დასრულდა, ქართველთა ყულაბაში 7 მედალია
- 22.08.2016, 23:59,
- სლაიდი / სპორტი
- 0

რიოში დასრულდა 31-ე ოლიმპური თამაშები, სადაც ქართულმა დელეგაციამ 7 მედალი მოიპოვა. ამ მხრივ, ეს ოლიმპიადა ქართველებისთვის ალბათ ერთ-ერთი წარმატებულია.
7 მედალი საქართველოს მაქსიმალური შედეგია ოლიმპიადებზე. იგივე შედეგი 2012 წელს დავაფიქსირეთ, მაგრამ მაშინ ჩვენს აქტივში მხოლოდ 1 ოქრო იყო.
საქართველოს ოქროს მედლები ლაშა ტალახაძემ (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), ვერცხლი _ ვარლამ ლიპარტელიანს (ძიუდო) ერგო, ბრინჯაოსი კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოუტანეს.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно