Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა


რიოს ოლიმპიადაზე დღეს, 8 აგვისტოს ძიუდოში -73 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა პირველ წრეში დაისვენა და შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც კუბელ მაგდიელ ესტრადას დაუპირისპირდა, იპონით დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.




მერვედფინალში ქართველი სპორტსმენი ჩამარა რეპიალაჯეს დაუპირისპირდა, მეტოქე იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში შავდათუაშვილი შოჰეი ონოს დაუპირისპირდა, ვაზარით დამარცხდა და დამამშვიდებელ რაუნდში გადაერთო, სადაც რუს დენის იარცევს დაუპირისპირდა. 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა იარცევი იპონით დაამარცხა. შეხვედრას იუკოთი რუსი ფალავანი იგებდა, თუმცა ქართველმა ლაშა შავდათუაშვილმა შეძლო ბრძოლის შემობრუნება და ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი იპონი. ბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა ფალავანმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა.ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ისრაელის წარმომადგენელ საგი მუკის დაუპირისპირდა, მეტოქე იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

წყარო:
скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions