Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ხელისუფლების მომხრე რაზმ “ტორნადოს” მიერ ჩადენილი გატაცებისა და წამების ფაქტები აღმოსავლეთ უკრაინაში

ხელისუფლების მომხრე  რაზმ “ტორნადოს” მიერ ჩადენილი გატაცებისა და წამების ფაქტები აღმოსავლეთ უკრაინაში

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ტატიანა ჩრონოვოლმა განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლების მომხრე მოხალისეთა რაზმ “ტორნადოს” მეთაურების მობილურ ტელეფონებში იპოვეს აღმოსავლეთ უკრაინაში მათ მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულების ვიდეოჩანაწერები, მათ შორის, მცირეწლოვანთა გაუპატიურების სცენები.


_ “ტორნადოს” დაკავებული მეთაურების ტელეფონებზე ჩაწერილი ვიდეოკადრები გამაოგნებელია, _ განუცხადა ქალბატონმა ჩრონოვოლმა ტელეკომპანია “რაშა თუდეის” ადგილობრივი ტელეარხის ჟურნალისტს.

“იქ ძუძუთა ბავშვებიც კი იყვნენ. ვფიქრობ, რომ მათი დედები აიძულეს, გადაედგათ ეს ნაბიჯი შვილების დახოცვის მუქარით”, _ ამბობს ეს დეპუტატი, რომელიც თავის დროზე აქტიურად მონაწილეობდა კიევის მაიდნის მოვლენებში.

“ამ ვიდეოჩანაწერებში აღბეჭდილია არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურებაც”, _ აღნიშნავს ჩრონოვოლი.

“ტორნადოს” 8 დაკავებული წევრის წინააღმდეგ (დააპატიმრეს მ.წ. ივნისში) მიმდინარეობს გამოძიება. მათ ბრალად ედებათ ლუგანსკის ოლქის მოქალაქეთა გატაცება და წამება. გამოძიების შედეგებიდან ირკვევა, რომ ამ რაზმის წევრებმა წამების კამერა ერთ-ერთი ადგილობრივი სკოლის პირველ სართულზე მოაწყვეს.

ულტრანაციონალისტების ეს რაზმი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2014 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა. “ტორნადო” დაკავშირებული იყო გაუქმებულ ბატალიონ “შახტიორსკთან”, რომელიც გააუქმეს იმის გამო, რომ რეგულარულად არბევდნენ და ქურდობდნენ.

წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions