Coloring Pages Reddit Video Downloader
 

რუსულმა პრესამ სააკაშვილს „ტაკიმასხარა მიხო“ უწოდა

რუსულმა პრესამ სააკაშვილს „ტაკიმასხარა მიხო“ უწოდა


რუსული გამოცემა «Красная звезда» ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტის მიმართვას ქართველი ხალხისადმი, რომელიც გუშინ გავრცელდა.

გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:


საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი განცხადება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შესახებ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის მერვე წლისთავს მიუსადაგა. „მიხაილ ნიკოლაევიჩის“ ჩანაფიქრის მიხედვით, მისი ნათქვამი სენსაციად უნდა ჩათვლილიყო: მან გადაწყვიტა იმის მოყოლა, თუ როგორ „გადარჩა“ საქართველო მისი „ბრძნული“ ხელმძღვანელობის შედეგად...

ოდესის გუბერნატორმა საჯაროდ განაცხადა, რომ 2008 წლის ზაფხულში უკრაინის მაშინდელმა ხელისუფლებამ, კონკრეტულად კი პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ მხარი დაუჭირა სამხედრო ოპერაციის განხორციელებას სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. უფრო მეტიც - მან ისიც თქვაა, თუ როგორ აქტიურად ეხმარებოდა უკრაინა მაშინ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. მიხო სააკაშვილის აღიარებით, სწორედ უკრაინის მიერ ქართული არმიისათვის გადაცემული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების წყალობით მიიღო საქართველომ „სტრატეგიული უპირატესობა“: როცა ჩვენმა ქვეყანამ სამხრეთ ოსეთს დახმარების ხელი გაუწოდა, უკრაინული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების „ბუკ“-ისა და „ოსა“-ს მეშვეობით რამდენიმე რუსული თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. გარდა ამისა, უკრაინამ ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც მოამზადა.

მიხო სააკაშვილმა, რომელიც დღეს უკვე „უკრაინელობას“ ჩემულობს, თავი ვერ შეიკავა იმისგან, რომ კიევის ხელისუფლება რუსეთის საფრთხით არ შეეშინებინა: მისი მტკიცებით, უკრაინას თავდაცვისათვის ამერიკული იარაღი ჭირდება. „უკრაინის მთავარი პრობლემა ისაა, რომ მოძველებული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი აქვს“, - განაცხადა „ახლადგამომცხვარმა“ სამხედრო სპეციალისტმა, - „უფრო ახალი იარაღი ამერიკას აქვს და თუ [პენტაგონი] უკრაინას ამ იარაღს მისცემს, 50 რუსული ტანკის აფეთქების შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად იქნება“.

ქართველმა თუ უკრაინელმა პოლიტიკოსმა გატაცებით ლაპარაკობდა, რომ „უკრაინელი ჯარისკაცის მეომრული სული მსოფლიოში საუკეთესოა“. „მას რომ ასწავლო და იარაღი მისცე, - გაშმაგდა მიხო საუბრისას, - „მთელ რუსეთს გადაუვლის და დაიპყრობს“. მან წაიტრაბახა, რომ ქართველ ოფიცრები „ამერიკელებმა მოამზადეს“ და ისინი ახლა კიევის მხარეზე იბრძვიან, თან უკრაინელებსაც ასწავლიან ბრძოლის წესებსო.

საერთოდ, მიხეილ სააკაშვილი ყოველწლიურად ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ პირველმა სწორედ რუსეთმა განახორციელმა თავდასხმა ქართული არმიის ქვედანაყოფებზეო, მაგრამ 2008 წლის მოვლენებში უკრაინის მაშინდელი ხელისუფლების მონაწილეობაზე ასე ოფიციალურად მან მხოლოდ ახლა განაცხადა. პრინციპში, ეს გასაკვირი არაა - მიხეილ სააკაშვილი ხომ დღეს უკრაინის ანტირუსულ ხელისუფლებაში მუშაობს და, შესაბამისად, მისთვის მომგებიანია, რაც მეტად დაიძაბება სიტუაცია უკრაინასა და რუსეთს შორის.

ისე, გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი სენსაციაზე ვერ ქაჩავს. ექსპერტებმაც და საზოგადოებამაც დიდი ხანია იციან, რომ იმ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს სწორედ უკრაინული სამხედროები მართავდნენ და ემსახურებოდნენ. არის აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ საქართველოში იმ ხანებში განსაკუთრებული „სპეცნაზიც“ ჩამოყალიბებულა, რომელიც უცხოელი კადრის სამხედროებითა და დაქირავებულებით დაკომპლექტდა...

რისთვის დაჭირდა ოდესის ოლქის გუბერნატორს სამხრეთ ოსეთის თემაზე გამოსვლა?

ალბათ, მიხომ მსოფლიოს საზოგადოებას საკუთარი თავი გაახსენა, ანდა შეიძლება ამით კიდევ ერთხელ შეეცადა პირადი პასუხისმგებლობის მოხსნას ომის გაჩაღებაში, რომელიც საქართველოსთვის კატასტროფით დასრულდა და რომელმაც ბევრ ქართულ ოჯახს ძაძები ჩააცვა, შვილებისა და ახლობლების დაღუპვის გამო. ის, რაც ამ ავანტიურისტმა 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინა, სამხედრო დანაშაულია. პრეზიდენტი მიხო სააკაშვილი მაშინ მხოლოდ გავლენიანმა ნატოელმა მფარველებმა გადაარჩინეს. არადა, იგი უკვე მზად იყო თბილისიდან გასაქცევად, როცა რუსი მედესანტეების მოახლოება გაიგო...

ოდესის ოლქის გუბერნატორის განცხადებები „მსოფლიოში საუკეთესო უკრაინის არმიის“ თაობაზე იმას ნიშნავს, რომ მიხო კიევის ხელისუფლებას ელაქუცება. ხომ ყველასთვის ცნობილია ის ამბავი, რომ მიხომ სამსახური უკრაინაში აშშ-ის თხოვნით მიიღო? საქართველოს კი არაადექვატურობით ცნობილი მიხეილ სააკაშვილი არ ჭირდება.
http://www.redstar.ru/index.php/newspaper/item/29964-sekret-polishinelya-mikho-saakashvili
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions