თურქეთი დასავლეთს ნატოდან გამოსვლით დაემუქრა
- 23.08.2016, 17:05,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
თურქეთი ნატოდან გამოვა, თუ უფრო მეტ მხარდაჭერას არ მიიღებს, _ წერს ბრიტანული “დეილი ექსპრესი”.გამოცემა შეგვახსენებს, რომ სახელმწიფო გადატრიალების უშედეგო მცდელობის კვალზე ერდოღანი და მისი გარემოცვა უფრო მომთხოვნი გახდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ დაუფარავად განაცხადა, რომ ქვეყანა “იფიქრებს ნატოდან გამოსვლაზე”, თუ ალიანსი აუცილებელ დახმარებას არ აღმოუჩენს.
ჩავუშოღლუმ დასძინა, რომ დასავლეთმა შეიძლება “დაკარგოს” თურქეთი თავისი (დასავლეთის) შეცდომების გამო. ამასთანავე, ხაზი გაუსვა, რომ ანკარის მოსკოვთან დაახლოება არ იმოქმედებს ნატოსთან თურქეთის ურთიერთობაზე.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно