Coloring Pages Reddit Video Downloader
 

რუსეთმა ირანის სამხედრო ბაზაზე ანტისარაკეტო კომპლექსი С-400 განათავსა

რუსეთმა ირანის სამხედრო ბაზაზე ანტისარაკეტო კომპლექსი С-400 განათავსა

ისრაელის სამხედრო-ანალიტიკური სააგენტოს Debka-ს ცნობით,რუსეთის სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-124-ი ირანის "ნოჯის" სამხედრო ბაზაზე დაეშვა,რომლის ბორტზეც რუსული ანტისარაკეტო კომპლექსები С-400 и С-300 იყო განთავსებული.

ასევე,სააგენტო Debka ისრაელის სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება,რომ რუსული ანტისარაკეტო კომპლექსების ირანის ბაზაზე განთავსების მზადება 2016 წლის ივლისში დაიგეგმა.ამისათვის ირანის "ნოჯის" სამხედრო ბაზაზე მომზადდა ანტისარაკეტო კომპლექსების ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრი და ასევე რუსი სამხედროებისთვის საცხოვრებელი შენობები აშენდა.

ირანში რუსული სამხედრო კომპლექსების განლაგება კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს,რომ რუსეთი რეგიონში ძლიერდება და ლიდერის როლში გვევლინება,რასაც რუსეთ-თურქეთის დაახლოება და თურქეთის დასავლეთთან დაპირისპირება ცხადყოფს,რომ ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში ანტიდასავლური ქვეყნების რიცხვი იზრდება.

ეს ყველაფერი შესაძლოა მალე რუსეთის,ირანის,თურქეთის,სომხეთის,სირიის,აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ერთიან სამხედრო ბლოკში გაერთიანება მოყვეს.ეს კი იმას ნიშნავს,რომ ფაქტიურად კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საქართველო ერთადერთი იქნება ვინც ნატოსკენ ისწრაფვის და შესაძლოა ზემოთ ჩამოთვლილმა ქვეყნებმა პოტენციურ მოწინააღმდეგედ აღგვიქვან,რადგან როგორც ვიცით ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი რუსეთს და ირანს საფრთხედ მიიჩნევს.


ეხლა კი შესაძლოა თურქეთიც გამოვიდეს ნატოს სამხედრო ბლოკიდან,რადგან სულ ცოტა ხნის წინ,თურქეთში მომხდარ წარუმატებელ სახელმწიფო გადატრიალებას ანკარის ანტიდასავლური განწყობა გაძლიერდა,რასაც პრეზიდენტ ერდორანის პეტერბურგში ვიზიტი და რუსეთ-თურქეთის დაახლოება მოყვა.

ასევე,არც აზერბაიჯანი,არც რუსეთის მოკავშირეები ყაზახეთი და სომხეთი არ გამოხატავენ დასავლეთის მიმართ დიდ სიმპატიებს.ასე,რომ აღნიშნული მოსაზრება სავსებით რეალური და დასაფიქრებელია,უღირს კი საქართველოს მეზობლებთან დაპირისპირება ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ? მითუმეტეს დასავლელი ლიდერები აღნიშნულ პერსპექტივას ამ ეტაპზე არარეალურად მიიჩნევენ.

ავტორი გიორგი ირემაძე


წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions