მოძრაობა "ეროვნულების" თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს
"ყველანი ეროვნული ძალების გაერთიანებას მთხოვთ.რომელ გაერთიანებაზეა საუბარი???ახლავე ავხდი ფარდას ყველაფერს...იმით დავიწყოთ,რომ ამ ვითომ ეროვნული მოღვაწეების უმეტესობას ჭირის დღესავით ეზიზღებათ ზვიადი და მერაბი,თავის დროზე მათი უმეტესობა ზვიადის მტრები გახლდნენ.ასევე ეროვნული იდეოლოგია ბევრ ვითომ ეროვნულ ძალას ფეხზე კიდია,ყველა ფულიანი პატრონის ძიებაშია.მთელი წელი პატრიოტული ლოზუნგებით გკვებავენ,რეიტინგს იმაღლებენ და მიზანი ერთია - სარფიანად მიეყიდონ დისკრედიტირებულ-ხალხის უბედურების ხარჯზე გამდიდრებულებს,რათა მათი იმიჯი ოდნავ მაინც გააკეთილშობილონ და ამაში სარგებელი ნახონ.
როდესაც ერთ ვითომ ეროვნულ მოღვაწეს ამასწინათ ვუხსნიდი,ეროვნული იდეის ქვეშ გაერთიანების აუცილებლობას,პასუხად მომიგო -
შენ იდეალისტი ხარ,მე კიდევ ოჯახი მყავს სარჩენი და ჩემი იმიჯით სარფიანად უნდა ვივაჭრო,რათა ფული და თანამდებობა ვიშოვოო.ეტყობა მართლა იდეალისტი ვარ და ამ ბინძურ პრაგმატიკოს-მატერიალისტებში,რომლებიც თქვენს დასანახად დიდ მორწმუნეობას თამაშობენ,ხოლო გულით დიდი ფული სწადიათ,ჩემი ადგილი არაა.როდესაც მინისტრის პოსტი,კომფორტული გარემო და ყველა პრივილეგია დავტოვე მეგონა ამითი მაგალითს ვაჩვენებდი ე.წ.პატრიოტ პოლიტიკოსებს და მათაც იგივეს გაკეთებას ვაიძულებდი,მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი,ფულის და ვერცხლის მონები,აი ვინ არიან ისინი.თუ მილიონებს მოიტან ეროვნულ ძალთა გაერთიანებისთვის,მაშინ გავაკეთოთ გაერთიანება - ესაა მათი პასუხი.ბიბლიის მიხედვით ურწმუნოზე ცოდვილი ფარისეველნი არიან,რომლებიც მორწმუნის ნიღაბს ირგებენ...
P.S.ვიცი წამოვა კითხვების ნიაღვარი,ვინ არიან ეს ხალხი და ასე შემდეგ.ჩემს მიერ მათი დასახელება არა საჭირო,ერთ კვირაში გამოქვეყნდება პარტიული სიები და თავად ნახავთ ამ ვითომ ეროვნულ მოღვაწეებს თუ ვის სიაში აღმოჩნდებიან რათა გააკეთილშობილონ ჩვენი უბედურების ხარჯზე გამდიდრებული ავაზაკები.ამის შემდეგ საბოლოო მხილების დრო დადგება და ერთხელ და სამუდამოდ ჩაირეცხებიან ფარისევლები" - ავცადებს სანდრო ბრეგაძე
скачать dle 11.0фильмы бесплатно