სანდრო ბრეგაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
- 13.08.2016, 16:15,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
"იმის გამო,რომ სამარცხვინო პრეზიდენტმა უარი უთხრა ნახევარ მილიონ ქართველს თავისი ნების აღსრულებაში,იმის გამო,რომ სხვა კანონიერი მექანიზმი არ არსებობს,რომ ავკრძალოთ ერთნაირსქესიანთა ქორწინება,მივიღოთ ეროვნული კანონები:
ეროვნების აღდგენა პასპორტებში,ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება,ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა,აფრიკიდან და აზიიდან საქართველოში დასახლების აკრძალვა,ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვა,მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უფრო მაღალი სტატუსის განსაზღვრა სახელმწიფოში ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
ამიტომ იძულებულნი გავხდით მონაწილეობა მივიღოთ საპარლამენტო არჩევნებში,რათა პარლამენტიდან შევძლოთ ქართული-ეროვნული იდეების გატარება და რეალიზაცია.რეფერენდუმის საინციატივო ჯგუფის წევრთა ბაზაზე უახლოეს კვირას გამოცხადდება ახალი პოლიტიკური გაერთიანება,რომელიც იბრძოლებს ჭეშმარიტი ეროვნული იდეებისათვის,სისრულეში მოიყვანს ქართველი ერის დაკვეთას.ჩვენი დევიზი იქნება - "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს" !!!
საქართველოს უნდა მართავდნენ ქართველი ერის ნების აღმსრულებელი თავისუფალი ადამიანები და არა უცხო ქვეყნების დაქირავებული აგენტურა!!! ჩვენთან არს ღმერთი!!!скачать dle 11.0фильмы бесплатно