Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ნინო ხომერიკი ევროპის კონტინენტის პირველობიდან ოქროს მედლით დაბრუნდა

ნინო ხომერიკი ევროპის კონტინენტის პირველობიდან ოქროს მედლით დაბრუნდა

"ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული ნინო ხომერიკმა! ქართველი მოჭადრაკე დამაჯერებლად, დამარცხების გარეშე ავიდა უმაღლეს კვარცხლბეკზე", - ასე ეხმიანება ჭადრაკის ფედერაცია ქართველი მოჭადრაკის ჩემპიონობას.

"მის აქტივში 6 გამარჯვება და 3 ფრედ დასრულებული შეხვედრაა. ნინოს ჩემპიონობაში დიდი წვლილი მიუძღვის მის პერსონალურ მწვრთნელს, საერთაშორისო ოსტატ ხვიჩა სუპატაშვილს", - ნათქვამია ჭადრაკის ფედერაციის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა 8;10;12;14;16;18 წლის ასაკობრივ კატეგორიებში, როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა შორის. სულ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 24 მოჭადრაკე ასპარეზობდა.

ფედერაცია ასევე აქვეყნებს ქართველ მონაწილეთა ტექნიკურ შედეგებს:

ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების ქართველი გამარჯვებულები სხვადასხვა წლებში:

10 წლამდე:

ნანა ძაგნიძე (1997);

ნაზი პაიკიძე (2003);

მერი არაბიძე (2004);

12 წლამდე:

ვალერიან გაფრინდაშვილი (1993;1994);

ანა მათნაძე (1994; 1995);

ნანა ძაგნიძე (1999);

ნაზი პაიკიძე (2005);

მერი არაბიძე (2006);

14 წლამდე:

გიორგი მარგველაშვილი (2004);

დავით ბენიძე (2005);

ანა მათნაძე (1997);

ლელა ჯავახიშვილი (1998)

ნაზი პაიკიძე (2007);

მერი არაბიძე (2008);

16 წლამდე:

ანა მათნაძე (1998);

ნაზი პაიკიძე (2008);

მარიამ დანელია (2010);

18 წლამდე:

მიხეილ მჭედლიშვილი (1997);

ზვიად იზორია (2001);

ინგა ჭარხალაშვილი (2001);

სალომე მელია (2004; 2005);

ქეთი წაწალაშვილი (2010);

ნინო ხომერიკი (2015);

ნინო ხომერიკი (2016).

წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions