საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რომელიც შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ.) მოიპოვა.
22 წლის ქართველმა ფალავანმა ასპრეზობა მე-2 რაუნდიდან დაიწყო, სადაც ფინელი ტერო სეპო ვაელიმაეკი 3:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი 60 კგ-ში ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ირანელი ომიდ ნოროოზი დაჯაბნა – 2:0.
ბოლქვაძე ფინალის საგზურისთვის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონ სერბ დავორ სტეფანეკს გაეჯიბრა, თუმცა, ამ შემთხვევაში მეტოქის უპირატესობა აშკარა იყო – 0:7.
ბრინჯაოს მედლისთვის შერკინებაში შმაგი იაპონელ ტომოჰირო ინუეს პირისპირ დადგა და მძიმე, თუმცა, დამსახურებული გამარჯვება იზეიმა.
მსაჯებმა ქართველი ფალავანი ჩოქბჯენში ერთხელ ჩააყენეს, იაპონელს კი 2 გაფრთხილება მისცეს და შესაბამისად, ბოლქვაძეს გამარჯვების მომტანი ქულა ერგო.
ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი ახალგაზრდა ქართველი ფალავანის კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევაა.
აქამდე მისი მონაგარი ასეთი იყო:
ევროპის 2016 წლის ბრინჯაოს პრიზიორი.
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ახალგაზრდებში.
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი ახალგაზრდებში 2013-2014.
ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი ჭაბუკებში 2009-2011.
საქართველოს ჩემპიონი უფროსებში 2015-2016.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно