"რესპუბლიკელები ცუდი პარტნიორები იყვნენ... მარგველაშვილი უკანონოდ შევიდა სასახლეში, უსუფაშვილმა კი ეს „გააპრავა“
- 08.09.2016, 23:35,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეფასებით, „რესპუბლიკელები" ოთხი წლის განმავლობაში „ცუდი პარტნიორები“ იყვნენ და კოალიციაში საკუთარი თვისებების დანერგვა ვერ შეძლეს. ივანიშვილის თქმით, ძალიან ხშირად, პარტია ოპოზიციის როლში იყო და ცდილობდნენ როგორმე დაესუსტებინათ კოალიცია.
„რესპუბლიკური პარტია“ არის საკმაოდ თანმიმდევრული, იცავენ პარტიულობის ფორმას და დიდ პატივს ვცემ მე პროცედურულ დემოკრატიას, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, თუმცა შემდეგ გადავედი კრიტიკაზე. გავაგრძელებ თუ რატომ ვთქვი, რომ პარტია ახერხებს ყოველთვის საკუთარი პარტიის მოფერებას. ვიხსენებ კოალიციაში „რესპუბლიკური პარტიის“ როლს. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ საკუთარ გამოცდილებას შეიტანდნენ კოალიციაში, თუმცა მოხდა საპირისპირო. სამწუხაროდ, მათ ვერ მოახერხეს კოალიციაში ამ თვისებების დანერგვა. ისინი იყვნენ ცუდი პარტნიორები ოთხი წლის განმავლობაში. მე თვალყურს ვადევნებდი ძალიან დინჯად...
მცოდნე იურისტებს ავიწყდებოდათ მთავარი, რომ უსაფრთხოების სამსახური არის ერთ-ერთი ძირითადი სამსახური ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის, რომ ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ოღონდ რამე მოეფიქრებინათ, ისეთი, რომ მათ მოსმენები არ შეძლებოდათ ჩვეულებრივი მოქალაქეების, ამ დროს ავიწყდებოდათ, რომ მათ ძირითად ფუნქციას დიდი ხიფათი უჩნდებოდა მათი ახალი მეთოდებით, რომლებსაც ყოველდღე ორ-ორს იგონებდნენ ხმალაძე და უსუფაშვილი. მათი ცოდნა პოზიტივში არ წაადგა არც ოპოზიციას და არც სახელმწიფოს და ყოველთვის უარყოფითად წარმოჩინდებოდა“ ,- განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა „რესპუბლიკური პარტიის“ ობიექტურობაზეც ისაუბრა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის შესვლასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებები გაიხსენა.
„უსუფაშვილთან მქონდა შეხვედრა და მას არგუმენტიც კი არ დარჩა, რომ გარდა კრიტიკისა, არაფრით შეიძლებოდა ამის ასე გაშვება, რომ ეს კაცი უკანონოდ შევიდა ამ სასახლეში. მიუხედავად იმისა, რომ უსუფაშვილს არგუმენტი არ დარჩა, გამოვიდა და ეს „გააპრავა“. ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ის ეძებდა დამატებით რესურსს. როგორი რესურსი მიიღო კი ვნახეთ. დავით ბერძენიშვილი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ამაყობდა იმით, რომ ის მარგველაშვილს არ აკრიტიკებს და ესეც ერთს ემსახურებოდა, მხოლოდ მარგველაშვილის რესურსის გამოყენებას ცდილობდა. მარგველაშვილს თვითონ ვერ გაურკვევია რა უნდა და მათაც ვერაფრით დაეხმარა. შესაბამისად, უფრო გვიან ამათაც მოუტრიალდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно