„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით დღვანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ვამცნე იმის თაობაზე, რომ
2008 წელს, აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე საქართველოში იყო ჩამოსული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი კარასინი, რომელიც შეხვდა ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლების წარმომადგენლებს. მან პირდაპირი გზავნილი ჩამოიტანა რუსეთიდან, თუ საქართელო გააქტიურებდა საომარ მოქმედებებს სადაც რუსული სამშვიდობოები იყვნენ განლაგებული, ამას მოყვებოდა შუქცევადი შედეგი და რუსეთი ამას უპასუხოდ არ დატოვებდა. სამწუხაროდ მოხდა ის რაზეც მე კარასინი მესაუბრა. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს არ აქვს ადექვატური აღქმა შესაძლო ტრაგიკული მოვლენების განვითარებისა და გაფრთხილების და მიუხედავად მოხდა ის რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი განცხადებით, საქართელოს გარდა არ არსებობს სხვა სახელმწიფო, სადაც პოლიტიკოსები სერიოზულად ილაპარაკებენ იმაზე, რომ ქვეყანას, რომელიც არის ბირთვული სახელმწიფო, რომელიც არის შენი მეზობელი და მისი ჯარები უკანონოდ არის განლაგებული შენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა ესაუბრო.
„რაც შეეხება საუბრებს, იმასთან დაკავშირებით უნდა ვესაუბროთ თუ არა რუსეთს სამარცხვინოა, როდესაც ასეთი კითხვა საერთოდ ისმება. დედამიწაზე მე არ ვიცი სხვა სახელმწიფო, სადაც პოლიტიკოსები სერიოზულად ილაპარაკებენ იმაზე, რომ სახელმწიფოს რომელიც არის ბირთვული სახელმწიფო, რომელიც არის შენი მეზობელი და რომლის ჯარები განლაგებულია შენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონოდ, არ უნდა ესაუბრო. ამაზე სერიოზულ ხალხში კითხვა არ ისმება. ჩვენ, რომ ფართო მაშტაბიანი დიალოგი დაგვეწყო რუსეთთან, მე დარწუნებული ვარ, რომ არ მოხდებოდა ის რაც მოხდა. სწორი პოლიტიკის შემთხვევაში არ იქნებოდა არც აღიარება“- განაცხადა „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის” ლიდერმა.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით ხელისუფლებას ოთხი წელი არაფერი არ გაუკეთებია აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემების მოსაგვარებლად.
„რაც შეეხება აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარებას,
4 წელი გადის რაც დღევანდელი ხელისუფლება არის ხელისუფლებაში რა გააკეთა მან გარდა იმისა, რომ ტუვალუმ უკან წაიღო აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარება?! რა გააკეთა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგმულიყო წინ ამ პრობლემების მოგვარებაში?! თავის მოწონება იმით, რომ აღიარების პოლიტიკა არ გრძელდება ეს ხომ არაფერს არ ნიშნავს. ეს არის ის სტატუსქვო, რომელიც ჩვენ არანაირად არ გვაწყობს.
სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ პრობლემის მოგვარების გახლავთ სწორედ რომ უბლოკო სტატუსის გამოცხადება! სწორედ პირდაპირი ფართო მაშტაბიანი დიალოგის წარმართვა რუსეთთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის ძალების გაყვანა არის გამორიცხული და ასეთ შემთხვევაში აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებაც პრაქტიკულად ილუზორული გახდება.
ჩვენი არჩევის შემხვევაში, ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ დაიწყოს ფართო მაშტაბიანი მოლაპარაკება რუსეთთან, დაიწყოს დეოკუპაციის პროცესი და დაიწყოს ქვეყნის გამთლიანების და გაერთიანების პროცესი“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძე.
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, 8 წლის წინ ის იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, წინასაარჩევნო მიწვევით და ესწრებოდა როგორც დემოკრატიული ასევე რესპუბლიკური პარტიის ყრილობებს.
„8 წლის წინ მე ვიმყოფებოდი ამერიკის შეერთებული შატატებში წინასაარჩევნოდ, როგორც დემოკრატიული ასევე რესპუბლიკური პარტიის ყრილობებზე, საქართველოდან ასეთივე შეხვედრებს ესწრებოდა როგორც ოპოზიციის ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მაშინდელი პარლამენტის თავჯდომარის და დღეს სიის პირველი ნომრის დავით ბაქრაძის მთავარი მოთხოვნა იყო არა ოკუპაციის პროცესის შეჩერება, ან აღიარების პროცესის შეჩერება, ან რუსული ჯარების გასვლა საქართველოს ტერიტორიიდან, არამედ მათი პირველი და მთავარი მოთხოვნა ამ მოლაპარაკებებზე იყო - მოგვეცით ფული, დაგვეხმარეთ წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი არ გვაპატიებს და ჩამოგვაგდებენო.
მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამის სტენოგრაფიული ჩანაწერებიც არსებობს. ეხლა დანარჩენმა საქართველომ გადაწყვიტოს ვის უნდა მისცეს ხმა და ვის პასუხი უნდა მოთხოვოს იმისათვის რაც დაგვემართა ჩვენ 8 წლის წინ სწორედ ამ დღეს.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно