დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აგვისტოს ომის გამოძიება უნდა ჩატარდეს და ვის დანაშაულსაც გამოძიება დაადგენს, ისინი აუცილებლად უნდა დაისაჯონ.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა პირველ რიგში მაშინ მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება.
„უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობა აგვისტოს მოვლენებზე, რა თქმა უნდა, ეკისრება ჩვენი ხელისუფლების იმ დროინდელ წარმომადგენლებს იმიტომ, რომ ქვეყანაზე, ქვეყნის მშვიდობაზე და მისთვის საფრთხის არიდებაზე, კონსტიტუციურად პასუხისმგებელი არის პრეზიდენტი, ქვეყნის მთავრობა და ქვეყნის ხელისუფლება“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობა უნდა დალაგდეს.
„იმის მიუხედავად, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხიროსიმაში და ნაგასაკში ატომური იარაღი გამოსცადა და ატომური ბომბები ჩამოაგდო, რასაც ასიათასობით მსხვერპლი მოყვა, დღეს იაპონია და აშშ სტრატეგიული პარტნიორები არიან.
მსოფლიო იცვლება, ქვეყანას უნდა ესმოდეს როგორ იცვლება ინტერესები და დიპლომატების და პოლიტიკოსების ამოცანა სწორედ ის არის, რომ მათთან დაალაგონ ურთიერთობა ვისთანაც სირთულეები და პრობლემები აქვს ქვეყანას. დიახ, რუსეთთან უნდა დალაგდეს ურთიერთობა, რომ აღარასოდეს აღარ განმეორდეს ის რაც 8 წლის წინ, ამ დროს, ხდებოდა ჩვენს მიწაზე“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно