14 – 15 აპრილს, თბილისში, „მზიურის კორტებზე“ გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში, სადაც ჩოგბურთის მოედანზე ერთად გამოვიდნენ პროფესიონალი და მოყვარული ჩოგბურთელები.
ღონისძება კომპანია „Tour tennis“-ის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც მხარდაჭერა ა.მ. "გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდამჭერმა ფონდმა", ე.მ. "პრიმაკოვის სახელობის ქართულ - რუსულმა საზოგადოებრივმა ცენტრმა", "საქართელოს ჩოგბურთის ფედერაციამ", კომპანია "მეტრა დეველოპმენტმა" და "APG MC" ჯგუფმა გამოუცხადეს. ტურნირის საინფორმაციო მხარდაჭერები იყვნენ საინფორმაციო სააგენტო და რადიო „სპუტნიკ საქართველო“ და ჟურნალი „Tennis Weekend“-ი.
14 აპრილს შეჯიბრება გაიმართა ჯგუფური ეტაპის ძირითად თამაშში, ხოლო 15 აპრილს - ფინალი.
გამოვლენილ იქნა გამარჯვებულები: მამაკაცების წყვილთა თანრიგის დამატებით ტურნირში პირელობა მოიპოვეს დავით კვერნაძემ და გიორგი ჯილიამ, მესამე ადგილი ძირითად ტურნირში დაიკავეს ოლეგ ლოსიკმა და დიმიტრი ვლასოვმა, მეორე ადგილზე გავიდნენ ალექსანდრ შარაპოვი და ვიტალი შვეცი, ხოლო პირველობა მოიპოვეს იგორ ეისმონტმა და ალექსანდრ მოტტიმ. შერეულ წყვილთა თანრიგის დამატებით ტურნირში პირველ ადგილზე გავიდნენ გურამ მჟავანაძე და თათია მიქაძე, მესამე ადგილი ძირითად ტურნირში დაიკავეს ბორის სკვორცოვმა და ლუდმილა ვასილევამ, მეორე ადგილზე გავიდნენ ანდრეი რიუმინი და ანასტასია ფროლოვა, ხოლო პირველობა მოიპოვეს ანდრეი ლაბიცინმა და ვასილისა დავიდოვამ.
ტურნირის ფრგლაბეში უცხოელი მონაწილეებისთვის მოეწო ექსკურსია ქალაქ მცხეთაში, სადაც სტუმრებმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მოინახულეს.
ღონისძიების დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა თბილსში, რესტორან „წისქვილში“, სადაც გამარჯვებულებს შესაბამისი პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
ღონისძიების მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს და საიფორმაციო მხარდამჭერებს ტურნირის ორგანიზებისთვის და გამოთქვეს იმედი, რომ იგი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.